მთავარისიახლეებისაზოგადოებააქცია სვანეთში - მოსახლეობა ხე-ტყის მოჭრისა და რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებს

აქცია სვანეთში – მოსახლეობა ხე-ტყის მოჭრისა და რეალიზაციის აკრძალვას აპროტესტებს

Published on

კიდევ ერთი გამაფრთხილებელი აქცია  ჩატარდა სვანეთში, ადგილობრივი მოსახლეობა ცენტრალურ გზის ჯვარი-მესტიის მონაკვეთზე შეიკრიბა. ისინი  ხელისუფლების იმ გადაწყვეტილებას აპროტესტებენ, რომელიც მათ ხე-ტყის მოჭრასა და რეალიზაციას უკრძალავს და ხელისუფლებისგან რეაგირებას ითხოვენ, წინააღმდეგ შეთხვევაში გზის გადაკეტვით იმუქრებიან. 

ადგილობრივების მტკიცებით, ამ გადაწყვეტილებით რეგიონში ხელი შეეწყო ბიზნესის მონოპოლიას, მცირე მეწარმეები კი უსახსროდ დარჩნენ. როგორც აქციის ერთერთი მონაწილე ამბობს, შეშის  დამამზადებლებს მცირე ლიცენზიებზე უარი ეთქვათ მაშინ, როდესაცგარემოს დაცვის სამინისტროს ფავორიტი კომპანიები მასობრივად ჭრიან   ხე- ტყეს და დამზადებული მასალა უწყვეტ ნაკადად გააქვთ რუსეთში.  

გარემოს დაცვის სამინისტრო ამ ბრალდებებს გვერდს უვლის და პასუხად აცხადებს, რომ აკრძალვა არავითარ შემთხვევაში არ მოიხსნება, რადგან ეს გადაწყვეტილება მიღებულია სვანეთის ტყეების გადარჩენის აუცილებლობით.

სიახლეები

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის

რუსეთის სტავროპოლის ოლქში მიხაილოვსკის ნავთობბაზა იწვის - უკრაინული დრონებით განხორციელებული თავდასხმის შედეგად ცეცხლი საწვავის...

რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო NATO-ს უკრაინის მხარდაჭერის გამო ემუქრება

"რუსეთმა არაერთხელ გააფრთხილა NATO-ს ქვეყნები არა მხოლოდ დიპლომატიური არხებით, არამედ საჯაროდაც, რომ კიევის რეჟიმისადმი...

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს

თბილისში არასრულწლოვანი დაჭრეს - განცხადებას შსს ავრცელებს და წერს, რომ არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი ჯანმრთელობის...

ბელარუსიდან რუსეთში საწვავის მიწოდებამ ივნისში რეკორდულ დონეს მიაღწია

ბელარუსმა ივნისში ავტობენზინისა და დიზელის საწვავის სარკინიგზო მიწოდება რეკორდულ დონემდე გაზარდა რუსეთის ბაზარზე ნავთობპროდუქტების...