ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ რუხში, ამ შენობაში ჩასახლებული დევნილები დღემდე მძიმე პირობებში ცხოვრობენ. მათი მთავარი პრობლემა კანალიზაციის ქსელის გაუმართაობაა. მოშლილი ინფრასტრუქტურის გამო კორპუსის სარდაფში წყალია ჩაგუბებული, კანალიზაციის ჭები ასევე წყლითაა სავსე. კორპუსის მაცხოვრებლების განცხადებით, დაგუბებული წყალი წვიმაში ივსება, საცხოვრებელი კორპუსის ეზოში გამოდის და სრული ანტისანიტარიას იწვევს. განსაკუთრებით, ზაფხულის პერიოდში არსებული მდგომარეობა ქვეწარმავლების მომრავლებასაც იწვევს. დევნილები აცხადებენ, რომ რამდენჯერმე მიმართეს შესაბამის უწყებებს, თუმცა რეაგირება გვიანდება. კორპუსში მცხოვრები იძულებით გადაადგილებული პირების თხოვნით არსებულ მდგომარეობას ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წევრები გაეცნენ. მათი თქმით, არსებული სიტუაცია მძიმეა.აღნიშნულთან დაკავშირებით ჩვენ ზუგდიდის დევნილთა სამმართველოს ხელმძღვანელს დავუკავშირდით. მანუჩარ ჩილაჩავას განცხადებით, მათთვის ცნობილია არსებული მდგომარეობა და რეაგირებაც აუცილებლად მოხდება.დევნილები ახლა შესაბამისი უწყების დახმარების მოლოდინში არიან.
სოფ. რუხში დევნილები მძიმე საცხოვრებელ პირობებზე საუბრობენ
სიახლეები
მსოფლიო
აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა
შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...
კულტურა
სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა
„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...
პოლიტიკა
მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის
თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...
მსოფლიო
სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა
ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...