მთავარისიახლეებიპოლიტიკამიხელ სააკაშვილს 2016 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება

მიხელ სააკაშვილს 2016 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება

Published on

ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი რუსთავი 2 -ისთვის მიცემულ ინტერვიუში ამბობს, რომ 2016 წლის არჩევნებში ნაციონალური მოძრაობის გამარჯვებაში ეჭვი არ ეპარება.

მისი თქმით, დღეს საქართველოში ორი პოლიტიკური სუბიექტი არსებობს, რომელთა შორისაც პოლიტიკური ბრძოლა გაიმართება. სააკაშვილის აზრით, ერთი პოლიტიკური გუნდი უკავშირდება ივანიშვილის სახელს, მეორე კი – მას. 

.„ვიმეოროთ ახლა ავად სახსენებელი ცხრა წელი, საამაყო იყო, გავიგეთ რომ საამაყო იყო, ხალხმაც იცის, რომ საამაყო იყო, ხალხმა ისიც იცის რა შეცდომები იყო, ისიც იცის რა გადაცდომები იყო, ისიც იცის ვის რა უბედურებაც ჰქონდა ჩადენილი. ახლა ხალხს უნდა უთხრა რა იქნება. ეს არის პირველ რიგში საკადრო განახლება. ძალიან მნიშვნელოვანია, მე ვიცი ძალიან ბევრი გამოჩენილი ნიჭიერი ადამიანი, რომელიც მთელი ეს პერიოდი გვიჭერდა მხარს ისედაც, ახლა იძახის, რომ ჩვენც გვინდა ჩავერთოთ ამაში და მათ უნდა მიეცეთ საშუალება, რომ ამაში ჩაერთონ,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

„ხომ ყველამ იცის, რომ შეგვიძლია საქმის კეთება, ხომ ყველამ იცის, რომ ყველაფერს რასაც ვამბობთ იმას როგორც წესი ვაკეთებთ. ოღონდ უკვე უნდა ვთქვათ ეს რა არის. ის კი არა, რომ წარსული და წარსული. ჩვენ ხომ ძეგლები არ ვართ, ჩვენ ვართ ორფეხა ადამიანები, რომელსაც აქვს ხელის წაცდენები, სისუსტის მომენტები და სიძლიერის მომენტებიც.

"დარწმუნებული ვარ გამარჯვებაში, ამაში საერთოდ ეჭვიც არ მეპარება. არის ორი ძალა, ერთი უკავშირდება ბიძინა ივანიშვილს, მეორე მიკავშირდება მე. არ არსებობს ამ ეტაპზე მესამე არაფერი. ეს მე მაკისრებს განსაკუთრებულ პასუხისმგებლობას და კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც უკრაინაში არ მივილტვი თანამდებობისკენ, მე დღეს საქართველოში არაფრისკენ არ მივილტვი. ჩემი ამოცანა არის, რომ რადგან ასე ჩამოყალიბდა ხალხის თვალში, ან ეს რუსი ოლიგარქი ან ის რასთანაც მე ვარ დაკავშირებული, მე თვითონ ვიყო ბევრად უფრო უკეთესი ვიდრე ოდესმე.

"როგორც იგეგმება და როგორც ყველაფერი გათვლილი გვაქვს, ეს არჩევნები ჩავამთავროთ, მოვიგოთ, მერე ჩამოვიდე, დავსხდეთ და დავეხმაროთ იმ ხალხს, იმ ჯგუფს, რომელიც გაიმარჯვებს,“-განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა.

საქართველოს ექსპრეზიდენტმა ასევე აღნიშნა, რომ საქართველოს სახელმწიფო აპარატიდან მას საკმაოდ ბევრი ადამიანი ხვდება სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილზე. 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...