მთავარისიახლეებისაზოგადოება„ინტელექტი 2016“ -ის გამარჯვებული ზედაეწერის საჯარო სკოლა გახდა.

„ინტელექტი 2016“ -ის გამარჯვებული ზედაეწერის საჯარო სკოლა გახდა.

Published on

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს, ინტელექტ-კლუბის „რა, სად, როდის“ და მხარდაჭერით საქართველოს მასშტაბით 73 მუნიციპალიტეტში 23 აპრილს განხორციელდა პროექტი“ინტელექტი 2016“. ზუგდიდში ტურნირის უშუალო მხარდამჭერი იყო რესურს-ცენტრი.ღონისძიება # 1-ელ საჯარო სკოლის დარბაზში ჩატარდა. მონაწილეებს სპეციალურად მოწვეული ჟიური აფასებდა. ტურნირს უძღვებოდა პროექტის კოორდინატორი მერაბ ბერიძე.ტურნირში სულ 37-მა გუნდმა მიიღო მონაწილეობა, მათგან გმარჯვებული გახდა ზედაეწერის საჯარო სკოლის გუნდი, მეორე ადგილზე მერაბ კოსტავას სახელობის ზუგდიდის მე-2 საჯარო სკოლა , ხოლო მე-3 ადგილზე ქალაქის მე8 საჯარო სკოლის გუნდები გავიდნენ. სამივე გუნდს საჩუქრად გადაეცათ წიგნები- ილისტრირებული ბიბლია და „ვეფხისტყაოსანი“, ასევე ტურნირის დასრულებისას ცნობილი გახდა, რომ საპრიზო ადგილზე გასული გუნდები საქართველოს სკაუტური მოძრაობის სამეგრელოს ორგანიზაციის ინიციატივით „სამეგრელოს სკაუტებთან“ ერთად მონაწილეობას მიიღებენ ლაშქრობაში.

წიგნის დღის აღნიშვნა 1923 წლის 23 აპრილს კატალონიაში დაიწყო.ძველისძველი კატალონიური ტრადიცია ყოფილა: ერის მფარველი წმინდანის, წმინდა გიორგის სახელობის დღეს ბარსელონელები და ქალაქის ირგვლივ მცხოვრებნი ერთმანეთს ვარდებს ჩუქნიდნენ. ცხადია, იმ დღეს მებაღეებსა და ვარდების გამყიდველებს უამრავი მუშტარი ჰყავდათ. წიგნით მოვაჭრეთა გილდიას ეს ფაქტი ძალიან მოეწონა – როგორც ჩანს, ამ სფეროში მომუშავე ხალხი ყოველთვის განსაკუთრებით გონებაგახსნილი იყო, – და 1923 წლის 23 აპრილს, წმინდა გიორგისა და ვარდების სახალხო დღესასწაულზე, მათ კატალონიაში მცხოვრებლებს ვარდებთან ერთად წიგნებიც აჩუქეს. თავისი ინიციატივა გილდიამ ძალიან ლოგიკურად დაასაბუთა. გაიხსენეს, რომ 1616 წლის 23 აპრილი მიგელ სერვანტესის და უილიამ შექსპირის გარდაცვალების დღეცაა, მალე საქმე იქამდე მივიდა, რომ თუ 23 აპრილს კატალონიელები დაახლოებით 4 მილიონ ვარდს ყიდულობდნენ, ამ მხარეში ყოველწლიურად გაყიდული წიგნების 10 პროცენტი 23 აპრილზე მოდიოდა. 1995 წელს კატალონიამ იუნესკოს თავისი შესანიშნავი დღესასწაულის შესახებ მოახსენა, მის ინიციატივას გამომცემელთა საერთაშორისო ასოციაციაც შეუერთდა და გენერალური კონფერენციის გადაწყვეტილებით, 23 აპრილი მსოფლიო წიგნის დღედ გამოცხადდა – “წიგნის მიმართ პატივისცემის ნიშნად და ახალგაზრდებისათვის კითხვის შესაყვარებლად” წიგნის საერთაშორისო დღეს მსოფლიოს მრავალი ქვეყანა შეუერთდა, საქართველო ამ დღეს 2003 წლიდან აღნიშნავს. წიგნის დღესთან დაკავშირებით ეწყობა სხვადასხვა სახის ღონისძიებები, ფესტივალები, კონკურსები და ა.შ.
 

 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...