მთავარისიახლეებიპოლიტიკა"ქართული ოცნება" – 20%, "ნაციონალური მოძრაობა" –19%, ,,თავისუფალი დემოკრატები'' - 13...

“ქართული ოცნება” – 20%, “ნაციონალური მოძრაობა” –19%, ,,თავისუფალი დემოკრატები” – 13 % – IRI-ის ახალი კვლევის შედეგები

Published on

NDI-ს შემდეგ მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური და პოლიტიკური განწყობა კიდევ ერთმა საერთაშორისო ორგანიზაციამ IRI –იმ შეისწავლა.

კვლევის შედეგები ოფიციალურად ჯერ არ გამოქვეყნებულა თუმცა პოლიტიკური პარტიების ნაწილი კვლევის შედეგებს უკვე იცნობს, ნაწილი კი მას უახლოეს დღეებში გაეცნობა. 

რუსთავი 2 –ს ინფორმაციით, IRI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 56 %  2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობის მიღებას გეგმავს.

IRI-ის კვლევის შედეგების  თანახმად, კითხვაზე – ხვალ რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს, ვის მისცემდით ხმას, გამოკითხულთა 20% ქართულ ოცნებას, 19% კი ნაციონალურ მოძრაობას ასახელებს. მესამე ადგილი თავისუფალმა დემოკრატებმა დაიკავეს, მათ 13 %-იანი მხარდაჭერა აქვთ.

მათგან, ვინც არჩევნებში მონაწილეობას აპირებს, მაგრამ ჯერ ზუსტად არ იცის, ვის მისცემს ხმას ან უარი თქვა პასუხზე (ასეთია გამოკითხულ ამომრჩეველთა 17 %), 23 % აცხადებს, რომ სავარაუდოდ მხარს დაუჭერს ენმ – ს, 21 % – თავდემებს, 14 % – ქართულ ოცნებას, 11% – ლეიბორისტებს, 6–6 % ბურჯანაძისა და ინაშვილის პარტიებს.  

IRI-ის მიერ ჩატარებული კვლევა აჩვენებს, რომ გამოკითხულთა უმეტესობა პრობლემების მოგვარების კუთხით ნაციონალურ მოძრაობას ენდობა. კითხვაზე ვინ მოაგვარებს თქვენს პრობლემებს, გამოკითხულთა 15%  ნაციონალურ  მოძრაობას ასახელებს, ქართული ოცნების იმედი კი მხოლოდ 13 %-ს აქვს. აღნიშნულ რეიტინგებში 5 %-იანი მაჩვენებლით  თავისუფალი დემოკრატები მესამე ადგილს იკავებენ.

IRI-მ გაზომა პოლიტიკოსთა რეიტინგებიც  – გამოკითხულთა გამოკითხულთა 75 %-მა ყველაზე დიდი კეთილგანწყობა პაატა ბურჭულაძის მიმართ გამოხატა.   მეორე ადგილს 64 %-ით დავით სერგეენკო იკავებს. შემდეგ პოზიციებზე ერთნაირი მაჩვენებლებით, 60%-ით თავისუფალი დემოკრატების ლიდერი ირაკლი ალასანია და საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი არიან. პრემიერი გიორგი კვირიკაშვილი მე-5 ადგილს იკავებს და მის მიმართ კეთილგანწყობას გამოკითხულთა 56 % აფიქსირებს, დავით ბაქრაძის მიმართ კი იგივე პოზიცია გამოკითხულთა 54 %-მა გამოხატა.

გამოკითხული საზოგადოების კეთილგანწყობის 50% შალვა ნათელაშვილს ერგო, მას მოსდევს დავით უსუფაშვილი 48%-ით, შემდეგ კი  კახა კალაძე 36%-ით.

 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...