მთავარისიახლეებისაზოგადოებაგუბერნატორის ინიციატივით ანაკლიაში დასუფთავების აქცია ჩატარდა

გუბერნატორის ინიციატივით ანაკლიაში დასუფთავების აქცია ჩატარდა

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის ათივე მუნიციპალიტეტში, რეგიონის გუბერნატორის ლევან შონიას ინიციატივით დასუფთავების აქცია მოეწყო. დასუფთავდა ქუჩები, მდინარეების და ზღვის სანაპირო ზოლები. ანაკლიაში შტორმის დროს დაბინძურებული სანაპიროს დასუფთავების აქციაში სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებთან ერთად, Gem Fest-ის მოხალისეები და შოთა მესხიას სახელობის ზუგდიდის სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ჩაერთვნენ.

გუბერნატორმა სტუდენტებს აქციაში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და აღნიშნა, რომ „მსგავსი აქციები პერნამენტულად უნდა ჩატარდეს, საჯარო მოხელეებთან ერთად დღეს აქ სტუდენტები, ადგილობრივი მოსახლეობა გამოვიდა რაც ნამდვილად მისასალმებელია და სამაგალითო. ჩვენ ყველა უნდა ვზრუნავდეთ საკუთარ ქუჩაზე, ქალაქზე, რეგიონზე, ქვეყანაზე. ყველა მუნიციპალიტეტის დასუფთავების სამსახური დღე და ღამ მუშაობს, მათი შრომა დაუფასებელია, ჩვენ მათ უნდა მივბაძოთ სუფთა გარემოს შესაქმნელად“- განაცხადა გუბერნატორმა.

დასუფთავების აქციის დასრულების შემდეგ გუბერნატორმა სტუდენტებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე ილია დარჩიაშვილთან ერთად ანაკლიაში დაგეგმილი პროექტები გააცნო. „ადგილზე, სადაც ახლა ჩვენ ვიმყოფებით ძალიან მალე ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობა დაიწყება, თქვენ გექნებათ შესაძლებლობა, რომ არ გახვიდეთ რეგიონიდან და აქ დასაქმდეთ, ძალიან მალე ასევე აქ დაიწყება ხუთვარსკვლავიანი სასტუმროს მშენებლობა, სადაც ასევე თქვენ ადგილობრივები დასაქმდებით“ – განაცხადა გუბერნატორმა.

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა სტუდენტებს სამოქლაქო აქტივობისთვის მადლობა გადაუხადა.

გუბერნატორი ლევან შონია დასუფთავების აქციის ჩატარების ინიციატივით სამხარეო ადმინისტრაციის შენობაში18 აპრილს გამართულ შეხვედაზე გამოვიდა. სახელმწიფო რწმუნებულმა მაშინ გამგებლებს, მერებს და საკრებულოს თავმჯდომარეებს  მათ საკუთარ მუნიციპალიტეტებში „დასუფთავების აქციების“ ორგანიზება სთხოვა.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...