ზუგდიდის დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობა თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებს

0
367

სამხარეო ადმინისტაციის – სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნიის წინ დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის დაბალი ზონის სოფლის მოსახლეობამ აქცია გამართა.ისინი თხილის ფასის ვარდნას აპროტესტებენ და ამბობენ, რომ თხილი ბანკებიდან გამოტანილი სესხებით შეიძინეს და პროცენტების დაფარვას ვერ ახერხებენ, მათი აზრით, თხილის ფასის დაწევა ხელოვნურად ხდება, რაშიც მთავრობას ადანაშაულებენ. აქციაზე იმყოფებოდა ქალაქის საკრებულოს წევრი, ენმ-ის წარმომადგენელი ანი წითლიძე, რეომელმაც თხილის ბიზნესის კონტროლში სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია დაადანაშაულა.წითლიძის განცხადებით გუბერნატორი შეკრულია ე. წ. "ტყის ძმების" მეთაურთან დათო შენგელიასთან, რომელთან ერთადაც ჩართულია აღნიშნულ ბიზნესში.ამ თემასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის პრესსამსახურის უფროსმა პაატა ლაგვილავამ, რომელმაც განაცხადა, რომ ბრალდება არის აბსურდული და აქცია მართულია მხოლოდ ერთი პოლიტიკური პარტიის მიერ, ეს არის მიზანმიმართული სიცრუე გუბერნატორის წინააღმდეგ, "რადგან ის არის ჩართული ამ ბიზნესში და საბედნიეროდ საქართველოში დასრულდა დრო, როდესაც ცალკეული პოლიტიკური ფიგურები და მაღალი თანამდებობის პირები ახდენდნენ ბიზნესის მონოპოლიას. ყველას კარგად გვახსოვს, რომ 2012 წლამდე თხილის ფასს რეგიონში ყოფილი ექს-პრეზიდენტის ძმის ქარხანა არეგულირებდა  საბედნიეროდ დღეს თხილის ფასს  განსაზღვრავენ არა ცალკეული თანამდებობის პირები და მათი ახლობლები, არამედ განსაზღვრავს ბაზარი და მისი მოთხოვნები."- განაცხადა ლაგვილავამ. ხოლო რაც შეეხება აქციის მონაწილეებს, ამბობენ,რომ თუ თხილის ფასი არ მოიმატებს და მთავრობა მათ მოთხოვნებს ყურად არ იღებს, ისინი ფართომასშტაბიან აქციებს გამართავენ.

წინა სტატიასოფ. ბაშის მოსახლეობა გზის გაკეთებას და ბუნებრივი აირის მონტაჟის დასრულებას ითხოვს
შემდეგი სტატიაშს მინისტრმა რუხის საგუშაგო დაათვალიერა
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური