აფეთქება სოხუმის ცენტრში

0
404

დღეს საღამოს, 18 საათსა და 25 წუთზე სოხუმის ცენტრში აფეთქება მოხდა.– იუწყება აფხაზეთის ტელეკომპანია ,,აბაზა''. აფეთქდა აფხაზეთის დე-ფაქტო რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატის, ასლან ჯაპუას სამსახურებრივი “ტოიოტას” მარკის მანქანა, რომელიც სერგეი ბაგაფშის სახელობის ( ყოფილ კიარაზის) მოედანზე, საზღვაო ნავმისადგომის სიახლოვეს   იყო პარკირებული. თავად დეპუტატი არ დაშავებულა, 

 ადგილობრივი მედია იტყობინება, რომ შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა ვრცელდება ცნობებიც, რომ მსუბუქად დაშავდა ერთი გამვლელი ქალი, იგი სასწრაფო დახმარების მანქანით საავადმყოფოშია გადაყვანილი.  

შსს მინისტრის ლეონიდ ძიაფშბას  თქმით, მიმდინარეობს ოპერატიულ – საგამოძიებიო სამუშაოები. აფეთქების მიზეზი ჯერჯერობით არ არის ცნობილი. 

ადგილზე მისულმა დეპუტატმა ასლან კობახიამ მედიას განუცხადა, რომ აფეთქების მიზეზი შესაძლოა სხვადასხვა იყოს – როგორც, მაგალითად, ავტომანქანის სადენის ჩვეულებრივი აალება ან სულაც ტერაქტიც კი. ამას გამოძიება დაადგენს – დასძინა მან.  

აფეთქების შედეგად ცეცხლი მოედო გვერდით მდგარ მანქანებსაც, მთლიანად დამწვარია ორი, ნაწილობრივ –მესამე ავტომანქანაც. ერთერთი მათგანი, როგორც მოგვიანებით გაირკვა ეკუთვნის ოკუპირერბული აფხაზეთის პარლამემტის წევრის თენგიზ აგრბას ძმას. სხვათა შორის ტავად თენგიზ აგრბა აფეტქების მომენტში მოედანზე იმყოფებოდა. 

ამ შემთხვევას დეპუტატი თავის ფეისბუქ გვერდზე გამოეხმაურა  – უცხოეთის მოქალაქეთათვის უძრავი ქონების მიყიდვის საკითხს საბოლოოდ დაესვა წერტილი. ის კი , ვინც ფიქრობს, რომ ასეთი მეთოდებით შეიძლება ვინმე დააშინონ ან უფრო ფრთხილი გახადონ, ცუდად იცნობს ჩვენს ხასიათს. ასე ჩვენი სახით რადიკალებს მიიღებენ და აქ ვეღარაფერს გააწყობენ. ხოლო თუკი ვინმეს პროვოკაციის მოწყობა სურდა, სწორად ვერ გათვალა.  ჩვენ კვლავაც ცივი გონებით მივიღებთ გადაწყვეტილებებს. თან ისე, რომ აფხაზური საქმეები  მხოლოდ შიგნით, აფხაზეთში წყდებოდეს. 

ამ დროისათვის სოციალურ ქსელებში აქტიურად მიდის ლაპარაკი გარე კვალზე ამ საქმეში. 

 

 

წინა სტატიასაქართველოს ეროვნული ბანკმა ლარის ახალი კურსი დაადგინა.
შემდეგი სტატიავინ არის ალმას ჯაპუა და უკავშირდება თუ არა აფეთქება მის წინააღმდეგობას საცხოვრებელი ფართების უცხოელებისათვის მიყიდვის საკითხში, რასაც დაჟინებით მოითხოვს მოსკოვი?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური