მთავარისიახლეებისაზოგადოებააშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების არსებობაზე, რუსთავი -2 - ის...

აშშ სახელმწიფო დეპარტამენტი საქართველოს ხელისუფლებას პოლიტპატიმრების არსებობაზე, რუსთავი -2 – ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობაზე, ძალოვანთა მხრიდან კანონდარღვევებზე მიუთითებს

Published on

 შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა გამოაქვეყნა ყოველწლიური ანგარიში მსოფლიოში ადამიანის უფლებათა მდგომარეობის შესახებ.

2015 წლის ანგარიშში აქცენტი სიტყვის თავისუფლებაზე და ამ კუთხით რუსთავი 2-ის გარშემო განვითარებულ მოვლენებზე კეთდება.

"სახელმწიფოს განცხადების მიუხედავად, რომ რუსთავი 2-ის საქმე იყო კერძო პირებს შორის იურიდიული დაპირისპირება, სასამართლოს ქვედა ინსტანციის ქმედებები განიხილებოდა, როგორც რუსთავი 2-ის სარედაქციო პოლიტიკის შეცვლის მცდელობა. ბევრისთვის, გადაწყვეტილება ბადებს კითხვებს მთავრობის დამოკიდებულებასა და ვალდებულებებზე მედიის თავისუფლების, პოლიტიკური პლურალიზმისა და სასამართლო დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით," – წერია ანგარიშში.

მოხსენებაში ყურადღება გამახვილებულია ასევე რუსეთის და დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენელთა მიერ ადმინისტრაციულ საზღვარზე საქართველოს მოქალაქეების დაკავების შესახებ. ასევე აღწერილია დევნილთა ვითარება, საქართველოს სასჯელაღსრულების ადგილებში არსებული მდგომარეობა, კანონდარღვევები ძალოვანთა მხრიდან.

"არსებობს ინფორმაცია ძალოვანი სტრუქტურების წარმომადგენლების მხრიდან ფიზიკური ძალის გამოყენების შემთხვევების შესახებ, რომლებიც დაუსჯელი დარჩა, თუმცა წლის განმავლობაში სახელმწიფოში მსგავსი შემთხვევების აღრიცხვის თვალსაზრისით მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა." – წერია მოხსენებაში.

აქვე აღნიშნულია, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა და პატიმრების ოჯახის წევრები ხელისუფლებას პოლიტიკური პატიმრების არსებობაში ადანაშაულებენ.

სიახლეები

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულდა-ტრამპი

ვფიქრობ, ირანთან ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება დასრულებულია, - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ანკარაში,...

შევქმნით “რეფორმატორთა საბჭოს”, აღმასრულებელი მდივანი ჟორჟოლიანი იქნება – სააკაშვილი

საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ციხიდან გამოქვეყნებულ წერილში ამბობს, რომ გეგმავს, შექმნას "რეფორმატორთა საბჭო",...

დაკავებულია “ქურდულ სამყაროსთან” დაკავშირებული 29 პირი, 3-ს ბრალი წარედგინება – შსს

შსს-ს განცხადებით, ბოლო 24 საათში, ქვეყნის მასშტაბით ე.წ. ქურდულ სამყაროსთან კავშირში მყოფი 29 პირი...

აშშ-მ ირანულ ნავთობზე სანქციები აღადგინა

შტატების პასუხი - ირანის მიერ ჰორმუზის სრუტესა და მიმდებარე ტერიტორიაზე რამდენიმე ნავთობტანკერზე თავდასხმის შემდეგ...