ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი (NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რომელი პოლიტიკოსი მოგწონთ ყველაზე მეტად ქართულ პოლიტიკაში, ყველაზე მეტი – 15% ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ლიდერ დავით ბაქრაძეს ასახელებს, 7% ირაკლი ალასანიას, 6% შალვა ნათელაშვილს, გიორგი კვირიკაშვილს 5%, დავით სერგეენკოს და ნინო ბურჯანაძეს თანაბარი – 3-3% აქვთ, გიორგი მარგველაშვილს, დავით უსუფაშვილსა და მიხეილ სააკაშვილს 2-2%, ვერცერთ პოლიტიკოსს ვერ ასახელებს 28%, ხოლო კითხვას არ პასუხობს – 10%რაც შეეხება ყველაზე "დაწუნებულ" პოლიტიკოსს, აქ ბიძინა ივანიშვილი 4%-ით ლიდერობს, ეკა ბესელიას, გიგა ბოკერიასა და გოგი თოფაძეს 3-3% აქვთ, თინა ხიდაშელს, მიხეილ სააკაშვილსა და ნინო ბურჯანაძეს 2-2%. არ იცის 42%-მა, ხოლო არ პასუხობს – 16%.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი – 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
სიახლეები
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...
საზოგადოება
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
სახელმწიფოს...
საზოგადოება
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...
საზოგადოება
2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით, 3 141 აბიტურიენტი პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩაირიცხა
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის (NAEC) ცნობით, 2026 წელს ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე,...