მთავარისიახლეებიპოლიტიკაNDI: პარლამენტის საქმიანობა მოსწონს 8%-ს, არ მოსწონს 28%-ს

NDI: პარლამენტის საქმიანობა მოსწონს 8%-ს, არ მოსწონს 28%-ს

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. რესპონდენტთა 25%-ს სასამართლოების საქმიანობა არ მოსწონს, 11%-ს მოსწონს. პარლამენტის მუშაობას უარყოფითად აფასებს 28%, დადებითად – 8%. ორივე შემთხვევაში გამოკითხულთა საშუალო დამოკიდებულება მათი საქმიანობის მიმართ მოწონებას ან დაწუნებას აჭარბებს.გამოკითხულთა 54%-ს მოსწონს საქართველოს ჯარის საქმიანობა, 5%-ს არ მოსწონს, ხოლო 32%-ს საშუალო დამოკიდებულება აქვს.იუსტიციის სახლების მუშაობა რესპონდენტთა 50%-ს მოსწონს, 6%-ს არ მოსწონს. საქართველოს პოლიციის საქმიანობას დადებითად აფასებს 37%, 43% საშუალოდ, ხოლო 15%- უარყოფითად.ომბუდსმენის აპარატის საქმიანობა მოსწონს 17%-ს, არ მოსწონს 11%-ს. ცესკო-ს მუშაობას დადებითად აფასებს 14%, უარყოფითად – 17%. მთავარი პროკურატურის საქმიანობა მოსწონს 11%-ს, 17%-ს – არ მოსწონს.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...