ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) საზოგადოებრივი აზრის კვლევის პოლიტიკურ ნაწილს აქვეყნებს. კითხვაზე, რა ფაქტორებმა შეიძლება, მოახდინონ გავლენა მათ საარჩევნო გადაწყვეტილებაზე, რესპონდენტები ასახელებენ პარტიის წარსულ საქმიანობას, ნდობას პოლიტიკური პარტიების კონკრეტული წარმომადგენლების მიმართ, პარტიის საარჩევნო პროგრამასა და დაპირებებს, ახლობლების პოლიტიკურ შეხედულებებს, პარტიის მიერ არჩევნებში გამარჯვების მაღალ შანსს.საარჩევნო გადაწყვეტილებაზე გავლენის მომხდენ ფაქტორად გამოკითხულები ასევე ასახელებენ მრევლის და მღვდლის პოლიტიკურ შეხედულებებს, პოპულარული ადამიანების პოლიტიკურ შეხედულებებს და დამსაქმებლის და თანამშრომლების პოლიტიკურ ხედვას.კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი – 14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3900 პირისპირი ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.
სიახლეები
მსოფლიო
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა
მოლდოვის საჰაერო სივრცეში ხუთი უპილოტო საფრენი აპარატი შეიჭრა -ინფორმაციას ქვეყნის თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს. მათივე...
მსოფლიო
ნეპალის ტრაგედია — მსხვერპლი იზრდება, ასეულობით ადამიანს ეძებენ
ნეპალ-ტიბეტის საზღვარზე მომხდარი კატასტროფული წყალდიდობის შედეგად ნეპალში უკვე 157 ადამიანის ცხედარია ნაპოვნი. ჩინეთის მხარეს,...
საზოგადოება
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 10%-ით შემცირდა
საბაკალავრო პროგრამებზე სახელმწიფო უნივერსიტეტებში ჩარიცხული სტუდენტების რაოდენობა 2026 წელს, წინა წელთან შედარებით, 10%-ით შემცირდა.
სახელმწიფოს...
საზოგადოება
ეროვნული ბანკი მოსახლეობას აფრთხილებს
ეროვნული ბანკი მოსახლეობას სოციალურ ქსელებში გავრცელებულ შესაძლო ფინანსურ პირამიდებთან დაკავშირებული რისკების შესახებ აფრთხილებს -...