ანაკლიის პორტის პროექტი არაბი ინვესტორების განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს

0
440

ანაკლიის პორტი განსაკუთრებულ ინტერესის საგანი გახდა საქართველოს პრემიერ–მინისტრის შეხვედრაზე  ადგილობრივ ბიზნესმენებთან  არაბთა გაერთიანებულ საემიროებში. შეხვედრაზე განხილული  ერთერთი ძირითადი საკითხი მათ მიერ  საქართველოში ინვესტიციების განხორციელების შესაძლებლობები იყო.

 გიორგი კვირიკაშვილი და ეკონომიკის მინისტრი    დუბაის ყოველწლიურ საინვესტიციო ფორუმში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდნენ. პრემიერი  სიტყვით გამოვიდა პლენარულ სესიაზე – გლობალური ლიდერების დებატები. მან  ისაუბრა ქვეყანაში არსებულ საინვესტიციო კლიმატზე, ბიზნესგარემოზე, ქვეყნის სავაჭრო-ეკონიმიკურ პოტენციალზე.

შეგახსენებთ, დღეს ანაკლიაში  პორტის მშენებლობის პირველი ეტაპის მოსამზადებელი სამუშაოები  დაიწყო. 

 

 

წინა სტატიაNDI: არჩევანზე გავლენის მომხდენად ნაწილს მღვდლის შეხედულებები მიაჩნია
შემდეგი სტატიაპირველი გემი ანაკლიაში 2020 წელს შემოვა. დაბრუნდებიან კი გადამფრენი ფრინველები?
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური