მთავარისიახლეებიკულტურაზუგდიდის თეატრის 148 წლისთავი და მოქალაქეების თეატრალიზებული აქცია

ზუგდიდის თეატრის 148 წლისთავი და მოქალაქეების თეატრალიზებული აქცია

Published on

ჰაერში გაშვებული ფრანები,ფოიერვერკები და აქციის ნიღბიანი მონაწილეები – ამ ფორმით მოქალაქეებმა ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის სახელმწიფო დრამატულ თეატრს დაარსებიდან 148 -ე წელი მიულოცეს. ღონისძიება ორგანიზატორებმა სოციალურ ქსელ ფეისბუქის მეშვეობით დაგეგმეს და თეატრის წინ შეიკრიბნენ. ამჟამად, საუკუნოვანი კულტურული დაწესებულება ნგრევის პირასაა, აქ თეატრალური წარმოდგენები შენობის ავარიული მდგომარეობიდან გამომდინარე დროებით შეჩერებულია. ცოტა ხნის წინ ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულმა ბიურომ დასკვნა გამოაქვეყნა, რომლის თანახმად თეატრის შენობა რეკონსტრუქციას ექვემდებარება. აქციის მონაწილეები იმედს გამოთქვამენ, რომ კულტურული დაწესებულება საიუბილეო 150 წლისთავს განახლებულ გარემოში შეხვდება.

მოქალაქეების თეატრალიზებულ აქციას ზუგდიდის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი და დასის წევრებიც შეუერთდნენ. ბადრი წერედიანი იმედს გამოთქვამს, რომ თეატრის რეკონსტრუქცია მალე დაიწყება და აქ კულტურული წარმოდგენებიც განახლდება.

ამჟამად თეატრში სრული სიჩუმეა. კულტურულ დაწესებულებაში სიჩუმეს მხოლოდ თეატრალური დასის რეპეტიციები არღვევს. თეატრალური წარმოდგენა მთავარი დარბაზის ავარიული მდგომარეობის გამო დაკეტილია, გარეთ დამონტაჟებული აფიშა მაყურებელს მაინც ჯიუტად 148 -ე თეატრალურ სეზონზე ეპატიჟება.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...