მთავარისიახლეებიუკრაინამიხეილ სააკაშვილი რეფორმატორთა გუნდთან ერთად ოპოზიციაში მიდის

მიხეილ სააკაშვილი რეფორმატორთა გუნდთან ერთად ოპოზიციაში მიდის

Published on

მიხეილ სააკაშვილი უკრაინაში მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებს საგანგებო პრესკონფერენციაზე გამოეხმაურა.  ოდესის გუბერნატორმა პრეზიდენტ პოროშენკოს მთელი რიგი მოთხოვნები წაუყენა – ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობის ფორმირებას და რადიკალური რეფორმების გატარება და  ამ პირობების შეუსრულებლობის შემთხვევაში გუბერნატორობიდან გადადგომითა და რეფორმატორთა გუნდის მიერ  პოსტებიდან წასვლით დაემუქრა. 

სააკაშვილის თქმით, მხოლოდ არსენი იაცენუკის გადადგომით, უკრაინაში კორუფციის პრობლემას ვერ მოგვარდება. პრობლემები არამხოლოდ იაცენიუკის, არამედ უკრაინის პრეზიდენტის მიდგომებში და   მის გარშემო მყოფთა ხედვაშიცაა. 

„დავიღალეთ ცარიელი დაპირებების მოსმენით, როდესაც ძველი კორუმპირებული სისტემა ნაბიჯ–ნაბიჯ რევანშისკენ მიდის. უკრაინას სჭირდება სასწრაფო და რადიკალური რეფორმები. პრეზიდენტის უფლებამოსილებაში შედის ამ რეფორმების უზრუნველყოფა.

ჩვენ გვაქვს მოთხოვნები, რომლიც აუცილებელია ჯანსაღი განვითარებისთვის, როგორც ოდესის ოლქში, ასევე მთელს უკრაინაში. მოვითხოვთ, შეიქმნას ხალხის ნდობით აღჭურვილი მთავრობა. ვითხოვთ ოდესის მთავარი პროკურორის, სეპარატისტი და ოლიგარქი სტოიანოვის თანამდებობიდან მოხსნას. დაუყოვნებლივ აღიძრას სისხლის სამართლის საქმე ოდესის მერის წინააღმდეგ მის ოფშორულ კომპანიებთან და რუსეთის მოქალაქეობასთან დაკავშირებით. თანამდებობიდან გათავისუფლდნენ უკრაინის უსაფრთხოების სამსახურისა და სახელმწიფო ფისკალური სამსახურის ხელმძღვანელები, ისინი ვინც უკრაინელი ხალხის ინტერესების დასაცავად კი არ იბრძვის, არამედ ძარცვასა და ბანდიტიზმშია ჩართული. ჩვენ ლოდინს აღარ ვაპირებთ, ჩვენ შევცვლით არსებულ სისტემას დღევანდელი ხელისუფლებით ან მის გარეშე,“ – განაცხადა მიხეილ სააკაშვილმა. 

 

 

სიახლეები

2028-2029 წელს უნივერსიტეტებში მიღების კვოტები გაორმაგდება

ანათლების სამინისტროს ინფორმაციით, 2028-2029 სასწავლო წელს სახელმწიფო უნივერსიტეტებში სტუდენტთა მიღების კვოტები მნიშვნელოვნად გაიზრდება. უწყების...

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი გაიცა

ნარკოდანაშაულთან დაკავშირებით სტამბოლში მიმდინარე ფართომასშტაბიანი გამოძიების ფარგლებში, თურქული სერიალების ვარსკვლავის, ჰანდე ერჩელის დაკავების ორდერი...

WSJ-ირანი ცეცხლის შეწყვეტის წინაპირობად აშშ-ის სამხედრო ბაზების დახურვასა და სანქციების მოხსნას ითხოვს

ირანმა შეერთებულ შტატებთან შესაძლო ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებისთვის მკაცრი პირობები წამოაყენა, რომელთა შორის ერთ-ერთი მთავარი...

არასრულწლოვნის მიმართ განხორციელებული გარყვნილი ქმედების ბრალდებით ერთი პირი დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის არასრულწლოვანების საქმეთა მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა,არასრულწლოვანის მიმართ ჩადენილი გარყვნილი...