მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც 2012 წლის შემდეგ, უარესად ცხოვრობს

NDI: გაიზარდა მათი რიცხვი, ვინც 2012 წლის შემდეგ, უარესად ცხოვრობს

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის ახალი კვლევის თანახმად, მკვეთრად გაიზარდა იმ გამოკითხულთა რიცხვი, ვინც ამბობს, რომ 2012 წლის არჩევნების შემდეგ, ის და მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს.

კერძოდ, 2013-2014 წლებში, გამოკითხულთა 20%-ზე ნაკლები ამბობდა, რომ მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს. 2015 წელს ეს მაჩვენებელი 34% იყო, ხოლო 2016 წლის მარტში უკვე გამოკითხულთა 42% აცხადებს, რომ ის და მისი ოჯახი უარესად ცხოვრობს.

ასევე იკლო იმ გამოკითხულთა რიცხვმა, ვინც ამბობდა, რომ იმავენაირად ცხოვრობს. 2013 წლის მარტში 80%-ზე მეტი აცხადებდა, რომ 2012 წლის შემდეგ მისი მდგომარეობა არ შეცვლილა, ხოლო ახლა ეს მაჩვენებელი – 47%-ია.

გარდა ამისა, 2013 წელს გამოკითხულთა 15% პასუხობდა, რომ ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, უკეთესად ცხოვრობს, ხოლო ახლა – 10%. 

საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში. საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგენლობითი შერჩევის საფუძველზე.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...