მთავარისიახლეებისაზოგადოებაNDI: ევროკავშირში გაწევრიანება 61%-ს სურს, ევრაზიულ კავშირში - 20%-ს

NDI: ევროკავშირში გაწევრიანება 61%-ს სურს, ევრაზიულ კავშირში – 20%-ს

Published on

ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტი(NDI) 2016 წლის მარტის საზოგადოებრივი კვლევის შედეგების პირველ ნაწილს აქვეყნებს. გამოკითხულთა 20% ფიქრობს, რომ საქართველო რუსეთის, ბელარუსისა და ყაზახეთის მიერ დაარსებულ ევრაზიულ კავშირში უნდა გაწევრიანდეს, 61% კი თვლის, რომ ევროკავშირში უნდა გაწევრიანდეს, რომელიც დასავლეთ ევროპულმა ქვეყნებმა შექმნეს.

2015 წლის აგვისტოში ევრაზიულ კავშირში საქართველოს გაერთიანება გამოკითხულთა 28%-ს სურდა, ნოემბერში კი – 24%-ს.

რაც შეეხება ევროკავშირში გაწევრიანებას, 2015 წლის აგვისტოში ამას მხარს 47% უჭერდა, ნოემბერში კი – 58%.

კვლევის საველე სამუშაოები ჩატარდა 23 თებერვალი-14 მარტის პერიოდში, საქართველოს მასშტაბით, 3,900 პირისპირ ინტერვიუს წარმომადგელობითი შერჩევის საფუძველზე. NDI-ის კვლევებს აფინანსებს შვედეთის საერთაშორისო განვითარების და თანამშრომლობის სააგენტო (Sida) და ატარებს CRRC–საქართველო.

სიახლეები

2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წელია – საიას ანგარიში

„2025 წელი შეზღუდული თავისუფლების წლად იქცა“ - ასეთ შეფასებას აძლევს ქვეყანაში შექმნილ ვითარებას საქართველოს...

საბა სხვიტარიძის განაჩენი პოლიტიკურად მოტივირებული და დაუსაბუთებელია – TI

საბა სხვიტარიძე სინდისის პატიმარია და მისი სისხლის სამართლებრივი დევნა პოლიტიკურად მოტივირებული ანგარიშსწორების შთაბეჭდილებას ტოვებს...

სასამართლო 4 ოქტომბრის საქმეზე დაკავებულების საქმის არსებით განხილვას იწყებს

სასახლის ღობის საქმე - მოსამართლე ირაკლი ხუსკივაძე დღეს პაატა ბურჭულაძის, ირაკალი ნადირაძის, მურთაზ ზოდელევას,...

“უკრაინას კი არა, ბლითში ხვრელს მიიღებთ!..” – ანდრეი მელნიკი

გაეროში უკრაინის ელჩი ანდრეი მილნიკი მკაცრად პასუხობს არამარტო რუსეთს, არამედ ყველას, ვინც დაინტერესებულია უკრაინის...