მთავარისიახლეებისაზოგადოებალევან შონია: "9 აპრილი არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო"

ლევან შონია: “9 აპრილი არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო”

Published on

სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია 9 აპრილის დღესთან დაკავშირებით გაბცხადებას ავრცელებს. OdishiNews აღნიშნულს უცვლელად გთავაზობთ:

„დღეს მთელი საქართველო ქედს იხრის იმ ადამიანების წინაშე, რომლებმაც თავი შესწირეს ჩვენს ქვეყანას, ჩვენს თავისუფლებას. 9 აპრილის გმირები ყოველთვის იქნებიან მისაბაძი მაგალითები მომავალი თაობებისთვის, მათი გმირობა მისაბაძია არა მხოლოდ ახლა, ასე იქნება საუკუნეების შემდეგაც. 9 აპრილი არის ერთობის, ტკივილის, ბოროტებაზე გამარჯვების და თავისუფლების სიმბოლო. 1989 წლის აპრილის საშინელ ღამეს ჩვენი რეგიონის ახალგაზრდა, მარტვილის მკვიდრი აზა ადამია შეიწირა, რომელიც ჩვენი დროის გმირია. აზა პოლიტექნიკური ინსტიტუტის მეხუთე კურსის სტუდენტი იყო. ის მეგობრებთან ერთად მიტინგზე ყოველდღიურად დადიოდა. მე ქედს ვიხრი აზა ადამიას დედის წინაშე გმირი შვილის აღზრდისთვის და ქედს ვიხრი ყველა იმ გმირების ოჯახების წინაშე, ვინც 27 წლის უკან თავისუფლებისთვის ბრძოლას შეეწირა“- ნათქვამია სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორის ლევან შონიას მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....