მთავარისიახლეებისაზოგადოებაქვეყანა 7 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს - განაცხადა პრემიერ მინისტრმა

ქვეყანა 7 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს – განაცხადა პრემიერ მინისტრმა

Published on

საქართველოს პრემიერ მინისტრმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე 2016 წლის საპარლამენტო არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის საკითხზე ისაუბრა. მან განაცხადა, რომ არჩევნების თარიღი არ შეიცვლება და წერტილი უნდა დაესვას მისი გადადების საკითხზე მსჯელობას. – ეს პასუხი გასცა მან საზოგადოებაში გაჩენილ  და მოლოდინს, რომ არჩევნების თარიღი გადაიწევა, თუ პრეზიდენტი გამოიწვევს თავის წარდგინებას არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნის შესახებ  ან პრემიერ – მინისტრი არ მოაწერს მას ხელს. 

მთავრობის მეთაურის თქმით, იგი არჩეული თარიღით კმაყოფილია, რადგან მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში დიდი ალბათობით მეორე ტურიც გახდება საჭირო. ეს კი ნიშნავს, რომ  თუ არჩევნები თვის ბოლომდე გადაიდება მეორე ტურიამდე მისვლას კიდევ ერთი თვე დაჭირდება. ეს კი პრობლემებს შექმნის მაღალმთიან ზონაში, სადაც ბუნებრივი პირობების გამო ამომრჩეველს ნოემბრის ბოლოსთვის საარჩევნო უბნებში მისვლა გაუჭირდება.  სწორედ ამ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო მივიღეთ გადაწყვეტილება არჩევნები 8 ოქტომბერს გაიმართოს. – განმარტა გიორგი კვირიკაშვილმა.  

მან ხაზი გაუსვა აგრეთვე იმ ფაქტს, რომ ქვეყანა 7 თვე წინასაარჩევნო რეჟიმში ვერ იცხოვრებს , ქვეყანას არა აქვს ფუფუნება, რომ დამატებით 7-8 მილიონი გადაიხადოს მარტო იმაი რომ დღეიდან ჩავრთოთ ეს მრიცხველი.   ამიტომ საარჩევნო კამპანიის დაწყების პერიოდზე და  ამ  საკითხთან დაკავშირებულ ტექნიკურ და იურიდიულ დეტალებზე კონსულტაციები უნდა გაგრძელდეს.  გადაწყვეტილება როდის დაიწყება საარჩევნო პერიოდის ათვლა კონსუტაციების საფუძველზე იქნება მიღებული – განაცხადა კვირიკაშვილმა 

 

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....