მთავარისიახლეებირეგიონებილევან შონია ანაკლიის პორტის საკითხზე „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

ლევან შონია ანაკლიის პორტის საკითხზე „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებს შეხვდა

Published on

ანაკლიის პორტის მშენებელი კონსორციუმის ქვეკონტრაქტორი კომპანია  „გეოგრაფიკის“ ხელმძღვანელობას სამეგრელო-ზემო სვანეთის გუბერნატორი ლევან შონია ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლებთან ერთად შეხვდა.

გუბერნატორმა  „გეოგრაფიკის“ წარმომადგენლებისგან მიმდინარე სამუშაოების შესახებ ინფორმაცია მოისმინა. კომპანიამ ის მიწის ნაკვეთები და შენობა ნაგებობები აღწერა რომლებიც ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის და მისი ინფრასტრუქტურის ფარგლებში ექცევა. ასეთი კი ათასამდე მიწის ნაკვეთი და 400-მდე შენობა ნაგებობაა, აქედან საცხოვრებელი 110-მდე ობიექტია.

გუბერნატორის განცხადებით, არცერთი მესაკუთრე შესაბაისი კომპენსაციის გარეშე არ დარჩება და დრო როდესაც მოქალაქეებს მიწებს და საკუთრებას ართმევდნენ წარსულს ჩაბარდა.

შეხვედრას ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებელი, გუბერნატორის ადმინისტრაციის რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსი, ეკონომიკის სამინისტროს, დევნილთა სამინისტროს, სოციალური მომსახურეობის სააგენტოს წარმომადგენლები, ანაკლიის და ერგეტას სოფლის რწმუნებულები ესწრებოდნენ.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....