მთავარისიახლეებისაზოგადოებასაზოგადოება „ზუგდიდელი“ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის.

საზოგადოება „ზუგდიდელი“ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის.

Published on

საზოგადოება „ზუგდიდელი“ ერთსქესიანთა ქორწინების წინააღმდეგ გამოდის. ინიციატივა საზოგადოების წევრებმა დღეს დარბაზში შეკრებილებს გააცნეს. ისინი მოითხოვენ,რომ საქართველოს მთავრობის წევრებმა საკუთარი პოზიცია დააფიქსირონ ამ საკითხთან დაკავშირებით. საზოგადოების წევრები მიიჩნევენ, რომ ქართული ტრადიციები ასეთი მიდგომით ფასეულობებს კარგავენ და ერი გადაშენების გზაზე დადგება.საზოგადოება „ზუგდიდელის“ წევრის მურმან ნაჭყებიას განმარტებით, აუცილებელია საკითხის განხილვაში ჩაერთოს არასამთავრობო ორგანიზაციები, მედია და ცალსახად დაფიქსირდეს ერთიანი პოზიცია, რომელიც ერთსქესიანთა ქორწინების დაკანონებას ხელს შეუშლის.შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობა საქართველოს კონსტიტუციაში შესატან შესწორებებს ამზადებს,თუმცა საკითხი ერთსქესიანთა ქორწინების ლეგიტიმაციის შესახებ არ დგას- აცხადებენ მთავრობის წევრები.

სიახლეები

აშშ-ის საჰაერო ძალების სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის აეროპორტში დაეშვა

აშშ-ის საჰაერო ძალების Boeing C-17 Globemaster III სამხედრო-სატრანსპორტო თვითმფრინავი მოსკოვის ვნუკოვოს აეროპორტში დაეშვა. ამის...

ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს გაიმართება

ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 19 ოქტომბერს, 11 საათზე გაიმართება. დღევანდელ პროცესს არ ესწრებოდა ბრალდებული...

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....