მთავარისიახლეებიპოლიტიკაგამოხმაურება არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნაზე არაერთგვაროვანია

გამოხმაურება არჩევნების 8 ოქტომბერს დანიშვნაზე არაერთგვაროვანია

Published on

არჩევნების თარიღი პრეზიდენტმა დაასახელა და ახლა ჯერი პრემიერმინისტრზეა, რომელმაც დოკუმენტს ხელი უნდა მოაწეროს. საპარლამენტო არჩევნები სავარაუდოდ 8 ოქტომბერს გაიმართება.

პროცედურები ჯერ არ დასრულებულა, თუმცა ხელისფლებამ უკვე დაიმსახურა ოპოზიციის კრიტიკა. მათ პრეტენზიები აქვთ გიორგი მარგველაშვილთან და აცხადებენ, რომ აუცილებელი იყო გარკვეული სახის კონსულტაციები ოპოზიციასთან. „მას არ ქონდა კონსულტაციები პარტიებთან და ეს თარიღი გამოცხადდა, როგორც ჩანს პრემიერმინისტრისა და ქართული ოცნების წარმომადგენელთა თათბირის შემდეგ,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის წევრი აკაკი მინაშვილი. 

 ოპოზიციას საკუთარ შანსებში ეჭვი არ ეპარება, თუმცა აცხადებენ, რომ თუ არ შეიცვალა კანონმდებლობა და არ იქნა გათვალისწინებული ვენეციის კომისიის შენიშვნები, მეორე ტური გარდაუვალია. განსაკუთრებით უკმაყოფილო მიმდინარე პროცესებით არასაპარლამენტო ოპოზიციაა, რომელიც საარჩევნო კანონმდებლობის რეფორმირების საკითხზე მმართველ გუნდთან ჯერ კიდევ მოლაპარაკებებს აწარმოებს.

საქართველოს ევროპელი დემოკრატების თავმჯდომარეს პაატა დავითაია  თვლის,  რომ თუ ეს სისტემა დარჩა და საარჩევნო კოდექსში არ განხორციელდა ცვლილებები, ყველას გაუჭირდება 50 პროცენტიანი ბარიერის აღება პირველ ტურში. იგი აცხადებს, რომ მაღალი ბარიერის გამო,  ,,მეორე ტურის ალბათობა ძალიან დიდია გარკვეულ ოლქებში, რაც აწყობს ხელისუფლებას“

გაერთიანებული დემოკრატიული მოძრაობის პოლიტიკური მდივანი  გიგლა ბარამიძე აცხადებს, რომ პარტია მზად არის არჩევნებში მონაწილეობისთვის. „მუცლით მეზღაპრეობის კვირეული დამთავრდა და გადავდივართ უკვე საქმეზე, უკვე გამოცხადდა არჩევნების თარიღი. ქვეყანა არ დაქცეულა, მეორედ მოსვლა არ არის, პრინციპში, ჩვენ ველოდით, რომ ოქტომბერში იქნებოდა არჩევნები და ამისთვის ჩვენ მზად ვართ,“ – აცხადებს იგი.

პოზიცია არაერთგვაროვანია მედიასა და საზოგადოებაშიც. ტელეკომპანია ,,რუსთავი 2 '' გენერალური დირექტორი  ნიკა გვარამია თვლის, რომ არჩევნების დანიშვნით ოქტომბრის დასაწყისში   ქვეყანას საარჩევნო კამპანიის მთელი ერთი თვე წაართვეს. ,,ეს არ არის სახელმწიფოებრივი და
პასუხისმგებლიანი მიდგომა –  არა აქვს თქვენთვის მნიშვნელობა, ინფორმირებულ არჩევანს გააკეთებს ელექტორატი, თუ ბრმას?  წინასაარჩევნო კამპანია იწყება არჩევნებამდე 60 დღით ადრე. აგვისტო მკვდარი თვეა და ყველას ცხელა, ოღონდ არა არჩევნებისთვის. სხვას რომ თავი დავანებოთ, ურბანული ცენტრები დაცლილია და საარჩევნო კამპანიაშიც ვერ მიიღებს ამომრჩეველი მონაწილეობას. ტელევიზია აგვისტოში ისვენებს, ყურებადობა დაბალია 15 სექტემბრამდე. შესაბამისად, მხოლოდ სექტემბრის ნახევარი გვაქვს დებატების და პარტიების პრეზენტაციებისთვის, რაც არარეალურად მცირე დროა. '' – მიმართავს იგი გიორგი მარგველაშვილს. 

 



Read more: http://www.tzona.org/post/ratom-dainishna-archevnebi-8-oktombers#ixzz452mDvCY4

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...