მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს პრეზიდენტი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ

საქართველოს პრეზიდენტი ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდებს მოლაპარაკების მაგიდას მიუსხდნენ

Published on

 საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა დღეს   თბილისში მიმდინარე ნატოს სახალხო დიპლომატიის  ფორუმის ტრიბუნიდან  ყარაბაღის კონფლიქტის მხარეებს მოუწოდა  ყველა ხერხს მიმართონ, რათა კონფლიქტი მშვიდობიანი გზით დარეგულირდეს.

"მინდა ხაზგასმით მოვუწოდო კავკასიის რეგიონის კონტექსტში ჩვენს მეზობლებს, რაც შეიძლება მეტი ძალისხმევა მოახმარონ იმას, რომ მშვიდობიანად დასრულდეს დაძაბულობა, განიტვირთოს ის გარემო, რომელიც არის სულ რამდენიმე ასეულ კილომეტრში ჩვენგან და მაქსიმალურად დიპლომატიური წყაროებით და ხერხებით, საერთაშორისო თანამეგობრობის აქტიური ჩართვით მოხერხდეს დაძაბულობის და კონფლიქტის ნეიტრალიზება," – განაცხადა მან

"ჩვენ ვსაუბრობთ იმ ვითარებაში, როდესაც ძალიან მკაფიოდ, სულ რამდენიმე დღის წინ, ვაშინგტონში მსოფლიოს თანამეგობრობის უმრავლესობა შეთანხმდა, რომ ტერორიზმის წინააღმდეგ ბრძოლა უნდა იყოს კოორდნირებული და არა მარტო ერთი გეოპოლიტიკური ბლოკის ან მსოფლიოს რაღაცა ნაწილის მიერ, არამედ მთელი კაცობრიობის მიერ," – განაცხადა მარგველაშვილმა.

პრეზიდენტის განცხადება სრულ უნისონშია ქართველი კანონმდებლებისა და  ექსპერტების პოზიციასთან.

„ჩვენ მთლიანად ვართ წინააღმდეგი ამ საომარი მოქმედებების ესკალაციის, მით უმეტეს, ჩვენ ორ მეზობელ ქვეყენებს შორის. ჩვენი ქვეყნის სურვილია, რომ გამოვიყენოთ ყველა პოლიტიკური პოტენციალი, რაც ჩვენ ქვეყანას გააჩნია, რათა ეს საომარი მოქმედებები შეწყდეს,“ – ეს განცხადება პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, თედო ჯაფარიძემ მთიან ყარაბაღში მიმდინარე საბრძოლო მოქმდებებთან დაკავშირებით გააკეთა.

 ქართველი კანონმდებლები და  ექსპერტები  მთიან ყარაბაღში მიმდინარე კრიზისს აფასებენ როგორც სერიოზულ და მნიშვნელოვან გამოწვევას საქართველოსთვის, მით უფრო  თუ საომარი მოქმედებები  გაგრძელდა და  ფართომასშტაბიან ომში გადაიზარდა, თუმცა  იმედოვნებენ, რომ დაძაბულობის განმუხტვა მოხერხდება.

მათი განცხადებით, დაპირისპირებულმა მხარეებმა ყველა საერთაშორისო მექანიზმი უნდა გამოიყენონ და მოლაპარაკებათა მაგიდას დაუბრუნდნენ. 

 

 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...