მთავარისიახლეებიპოლიტიკარას მოელის ქვეყანა ვარშავის სამიტისაგან და როგორ ემზადება ამ მნიშვნელოვანი...

რას მოელის ქვეყანა ვარშავის სამიტისაგან და როგორ ემზადება ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის

Published on

მეორე დღე გრძელდება ნატოსთან საქართველოს ურთიერთობებისადმი მიძღვნილი ფორუმი თბილისში.   დღევანდელი დისკუსია მთლიანად დაეთმო თემას, თუ რა უნდა მოითხოვოს საქართველომ ვარშავის სამიტზე, როგორ ემზადება ქვეყანა ამ მნიშვნელოვანი მოვლენისთვის და რა შეიძლება იყოს ის მაქსიმუმი, რომელიც შეიძლება წამოიღოს საქართველომ სამიტიდან.

ამ თემასთან დაკავშირებით განსხვავებული მოსაზრებები აქვთ ექსპერტებს და ხელისუფლების წარმომადგენლებს.

ხელისუფლებას მიაჩნია, რო ყველაფერს აკეთებს, რათა ის პროგრესი, რომელიც საქართველოს აქვს, ამ სამიტზე კვლავ აღიარებული იქნას, ოპოზიცია კი აცხადებს, რომ  სამიტისთვის მზადება აქტიურ ფაზაში უნდა იყოს გადასული, მაგრამ ხელისუფლებაში ჯერაც არ არის ჩამოყალიბებული ერთიანი და მკაფიო პოზიცია მოლოდინების თაობაზე ჩრდილოატლანტიკური ალიანსის მორიგი შეხვედრის შედეგად.  „არ არსებობს მთავრობის ერთიანი გააზრებული გეგმა, თუ რას აკეთებს საქართველო. ეს არის ძალიან საშიში, ვინაიდან ასეთ დინებაზე მიშვება ვერანაირად ვერ დაგვაახლოვებს ნატოსთან და შესაძლოა, პირიქით, დაგვაშოროს კიდეც. ჩვენ თუ სასწრაფოდ არ დავიწყეთ მუშაობა ჩვენს უცხოელ პარტნიორებთან გააზრებული ერთიანი გეგმის მიხედვით, ვშიშობ, რომ ვარშავის სამიტიდან, რეალურად საქართველოს ვერაფერს მიიღებს,“ – აცხადებს ნაციონალური მოძრაობის ერთერთი ლიდერი დავით ბაქრაძე .

ფორუმის მუშაობაში მონაწილეობს აშშ ელჩი საქართველოში იან კელი, რომელიც კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს ნატოში გაწევრიანების მისწრაფების მიმართ მტკიცეა.

,,ეს მხარდაჭერა გამოიხატება ჩვენს დახმარებაში, წვრთნის ჩატარებასა და უსაფრთხოების კუთხით, რომ საქართველო მზად იყოს შეუერთდეს ალიანსს და ნატო იყოს მომზადებული მის მისაღებად. ნატო, არა ერთხელ განაცხადა, რომ საქართველოს აქვს ყველა ბერკეტი ალიანსში შესასვლელად. ველით, რომ ვარშავის სამიტზე ნატო კვლავ ვალდებულებას აიღებს დაეხმაროს საქართველოს და ხელახლა დაადასტურებს მის ევროატლანტიკურ გზასაც,“ – აცხადებს იან კელი

სიახლეები

გაერომ მიიღო რეზოლუცია, რომელიც გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას მოითხოვს

გაერო-ს გენერალურმა ასამბლეამ სპეციალურ საგანგებო სესიაზე მიიღო რეზოლუცია, რომელიც რუსეთისგან გატაცებული უკრაინელი ბავშვების დაბრუნებას...

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა – ელინა ვალტონენი

ჩემმა საქართველოში ვიზიტმა დემოკრატიული უკუსვლა აჩვენა - ამის შესახებ ფინეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, ელინა...

საია- შსს გავრილოვის ღამეს დაზარალებულს ზიანს არ უნაზღაურებს

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის (საია) განცხადებით, შინაგან საქმეთა სამინისტრო არ ასრულებს სასამართლოს გადაწყვეტილებას და...

პუტინი აშშ-ის სამშვიდობო გეგმის ნაწილს არ დათანხმდა

ვლადიმერ პუტინის განცხადებით, აშშ-ის ელჩებთან, სტივენ უიტკოფთან და ჯარედ კუშნერთან ხუთ-საათიანი შეხვედრა განპირობებული იყო...