მთავარისიახლეებისაზოგადოებასოფ. ახალაბასთუმანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

სოფ. ახალაბასთუმანში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალაბასთუმნის მოსახლეობამ დღის დილით სოფელსა და ქალაქ შორის დამაკავშირებელი  გზა გადაკეტა. პროტესტის მიზეზი მოსახლეობის განმარტებით, ის გაფუჭებული საგზაო ინფრასტრუქტურაა, რომელიც ბოლო პერიოდში საგანგაშოა. შეკრებილები აცხადებენ, რომ კომბინატის ტერიტორიაზე, საფეხბურთო სტადიონის მშენებლობის დაწყების შემდეგ აღნიშნულ გზას სამშენებლო კომპანია ინტენსიურად იყენებს სამშენებლო მასალების გადასატანად, სადაც სატვირთო მანქანები გადაადგილდებიან. მათი განცხადებით, შედეგად, გზის მნიშვნელოვანი ნაწილი დაზიანებულია, გაჩნდა ორმოები, რომელიც უამინდობაში წყლით ივსება. მოსახლეობა განმარტავს, რომ ისინი არ ეწინააღმდეგებიან საფეხბურთო სტადიონის მშენებლობას, თუმცა, მათი თქმით, ეს არ უნდა ხდებოდეს მოსახლეობის ხარჯზე.

მიმდინარე აქციაზე შეკრებილებმა რამდენიმე სატვირთო მანქანას გადაადგილების საშუალება არ მისცეს, ხოლო ცენტრალური გზა გადაკეტეს. ისინი ადგილობრივი ხელისუფლებისგან საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას მოითხოვენ.

აქციის პარალელურად, ადგილზე იმყოფებოდა კომპანია „ჯი-ემ-ელ“ -ის წარმომადგენელი, რომელიც ამ ეტაპზე კომბინატის ტერიტორიაზე მშენებარე სტადიონზე ერთ-ერთ სამუშაოებს ასრულებს. გივი ივანიშვილის განმარტებით, მისი კომპანია ორი კვირაა ამ გზით სარგებლობს და წლების წინ დაზიანებული გზის საფარი ამ პერიოდში ვერ დაზიანდებოდა. „ჯი-ემ-ელ -ის წარმომადგენელი აცხადებს, რომ მოსახლეობა აღნიშნულ აქციებს ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად მართავს.

მოსახლეობის აქციაზე იმყოფებოდა ზუგდიდის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი ახალაბასთუმანში. მზია მითაგვარია შეხვდა აქციის მონაწილე მოსახლეობას, თუმცა მედიისთვის მას კომენტარი არ გაუკეთებია.

რაც შეეხება მუნიციპალიტეტის გამგეობის პოზიციას – უწყების საზოგადოებასთან და მედიასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის მაია ღურწკაიას განცხადებით, მათთვის ცნობილია აღნიშნული  პრობლემის შესახებ, საკითხი შესწავლის სტადიაშია და უახლოეს პერიოდში იქნება მოგვარებული.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...