მთავარისიახლეებიპოლიტიკასაპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება, თუ ,,ეროვნული ფორუმის'' კვალდაკვალ მას რესპუბლიკელებიც დატოვებენ

საპარლამენტო უმრავლესობა დაიშლება, თუ ,,ეროვნული ფორუმის” კვალდაკვალ მას რესპუბლიკელებიც დატოვებენ

Published on

 


 ”ეროვნული ფორუმის” წევრები  პარლამენტში თანამდებობებს ტოვებენ. ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე გუბაზ სანიკიძემ განაცხადა. 

”მიღებული გადაწყვეტილების მიხედვით, ”ეროვნული ფორუმი” ტოვებს საპარლამენტო უმრავლესობას, შესაბამისად, მე ვტოვებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილეობის პოსტს, ჩემთან ერთად ტოვებენ თანამდებობებს შესაბამის კომიტეტებში მოადგილეების პოსტებზე მყოფი პირები – შალვა კიკნაველიძე, ანი მიროტაძე და თემურ მაისურაძე”, – განაცხადა გუბაზ სანიკიძემ.

საპარლამენტო უმრავლესობის შემადგენლობიდან ფრაქცია ”ეროვნული ფორუმის” გასვლით უმრავლესობა არ იშლება, თუმცა მმართველ გუნდს პარლამენტში მეტი ძალისხმევა დასჭირდება კვორუმის შესაკრებად, კანონებისა და გადაწყვეტილებების მიღების უზრუნველსაყოფად.

”ეროვნული ფორუმის” გადაწყვეტილების შედეგად, უმრავლესობის ფრაქციები 6-მდე, ხოლო წევრთა რაოდენობა 82-მდე მცირდება. 
ამასთან, იმ შემთხვევაში თუკი უმრავლესობიდან ”რესპუბლიკელებიც” გავა, რომელსაც პარლამენტში 10-კაციანი ფრაქცია ჰყავს, დაიშლება როგორც უმრავლესობა, ასევე უმცირესობა და მოხდება ცვლილებები მთელს საპარლამენტო სტრუქტურაში.

დღესვე ცნობილი გახდა, რომ "ეროვნული ფორუმის" საპარლამენტო სიის სათავეში კახა შარტავა იქნება. ამის შესახებ კახა შარტავამ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...