მთავარისიახლეებისამართალიგამოქვეყნდა საიდუმლო დოკუმენტები ფულის გათეთრებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ

გამოქვეყნდა საიდუმლო დოკუმენტები ფულის გათეთრებასთან ბიძინა ივანიშვილის კავშირის შესახებ

Published on

საგამოძიებო ჟურნალისტიკის კონსორციუმი აქვეყნებს სკანდალურ დოკუმენტებს,   რომლებშიც მსოფლიო ლიდერების მიერ ფულის გათეთრების ფაქტებზეა საუბარი. დოკუმენტები ეკუთვნის   პანამურ იურიდიულ ფირმა ,,მოსაკ ფონსეკას'', რომელიც კომპანიებს არეგისტრირებს ოფშორულ ზონებში –  შვეიცარიაში, კვიპროსზე და ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე.

დაახლოებით 11 მილიონი საიდუმლო დოკუმენტიდან ,  იკვეთება, თუ როგორ იყენებდნენ მსოფლიოს ცნობილი პოლიტიკოსები და ბიზნესმენები ოფშორულ ზონებს ფულის გასათეთრებლად და გადასახადებისგან თავის ასარიდებლად.

ერთერთ დოკუმენტში ნახსენებია საქართველო, კერძოდ ყოფილი პრემიერ მინისტრი ბიძინა ივანიშვილი, რომლის სახელი ფიგურირებს ბრიტანული ვირჯინიისა კუნძულების საფინანსო გამოძიების სააგენტოსა და მოსაკ ფონსეკას შორის  მიმოწერაში.  კერძოდ,  ირკვევა, რომ ვირჯინიის კუნძულებზე 2011 წელს დაარსებული კომპანია, რომელიც ფულის გათეთრებასთან არის კავშირში,  Lynden Management-ის მფლობელი ივანიშვილია. 

გავრცელებული ცნობით, მოსაკ ფონსეკას მომსახურებით აქტიურად სარგებლობდნენ ვლადიმერ პუტინთან დაახლოებული პირები, რომლებმაც 2 მილიარდი ამერიკული დოლარი გაათეთრეს. ინფორმაციის გაჟონვამდე ერთი კვირით ადრე კრემლმა გაავრცელა ცნობა, რომ ვლადიმერ პუტინის წინააღმდეგ მასშტაბური ინფორმაციული თავდასხმა მზადდებოდა.

დოკუმენტები შეიცავს ინფორმაციას უკრაინის პრეზიდენტის, ისლანდიისა და პაკისტანის პრემიერ-მინისტრების, აზერბაიჯანის პრეზიდენტის შვილების, საუდის არაბეთის მეფისა და ფიფას მაღალჩინოსნების მიერ კონტროლირებული კომპანიების შესახებ. დოკუმენტებში ჩანს ფეხბურთელ ლიონელ მესისა და მისი მამის სახელები. ესპანეთში მესის მიერ გადასახადებისთვის თავის არიდებასთან არსებული ეჭვების გამო გამოძიება უკვე მიმდინარეობს.

სიახლეები

შევიძინეთ უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო სისტემა-მდინარაძე

სახელმწიფო დაცვის სპეციალურ სამსახურში გატარებული და დაგეგმილი ღონისძიებები, მათ შორის, უპილოტო საფრენი აპარატების საწინააღმდეგო...

მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული

მამუკა მდინარაძე ამბობს, რომ მისი ინფორმაციით, გიგა ავალიანის მკვლელობის საქმეზე კიდევ ერთი პირია დაკავებული....

შვილებს მოწყალების თხოვნასა აიძულებდნენ- დააკავეს 3 პირი

შსს-ს ცნობით, არასრულწლოვნების ტრეფიკინგის ბრალდებით 3 პირი, როგორც საქართველოს, ასევე უცხო ქვეყნის მოქალაქეები დააკავეს....

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ

უკრაინაში დაღუპულ ქართველ მებრძოლებს სამშობლოში 3 ივლისს ჩამოასვენებენ. კიევიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში ელოდებიან „ქართველი...