მთავარისიახლეებისაზოგადოებასენაკში გაზის გაძვირებას აპროტესტებენ

სენაკში გაზის გაძვირებას აპროტესტებენ

Published on

დღეს სენაკში მოსახლეობამ ბუნებრივი აირის გაძვირება გააპროტესტა. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ  ტარიფი მოულოდნელად 12 თეთრით გაიზარდა, რის შესახებაც ორი დღის წინ ქვითრებიდან შეიტყვეს. სენაკელების განცხადებით, განმარტებებისთვის ადგილობრივ ხელისუფლებას მიმართეს, თუმცა უშედეგოდ, რის შემდეგაც ვითარებაში გასარკვევა ნაციოანალურ მოძრაობას სთხოვეს.

ნაციონალური მოძრაობის ინფორმაციით ტარიფი მხოლოდ ორ ქალაქში – სენაკსა და თელავში გაძვირდა, მას თვითნებურად ზრდის შ.პ.ს. გაზკო პლიუსი, თუმცა ეს როგორც სენაკში ჩასულმა ნაციონალური მოძრაობის ერთერთმა ლიდერმა  თენგიზ გუნავამ აღნიშნა, არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან. კოალიცია ,,ქართული ოცნების'' მიერ არჩევნების პერიოდში გაცემული დაპირება გაზი ტარიფის გაიაფების შესახებ ისევე, როგორც ყველა სხვა, სიცრუე  აღმოჩნდა – განაცხადა მან 

აქციაზე გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა სენაკის გამგებელი გოჩა დგებუაძე, მისი თქმით, 60 თეთრამდე გაძვირება სხვა ქალაქებთან ფასის გათანაბრების მიზნით მოხდა.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...