მთავარისიახლეებიმსოფლიოსაქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ყარაბაღში კონფლიქტი პუტინის პროვოცირებულია

საქართველოს ექსპრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი: ყარაბაღში კონფლიქტი პუტინის პროვოცირებულია

Published on

მთიან ყარაბაღში კონფლიქტის გამწვავებას მიხეილ სააკაშვილი "ვლადიმერ პუტინის პროვოკაციას" უწოდებს. საქართველოს ექსპრეზიდენტის განცხადებით, რუსეთი კონფლიქტის ზონაში მოვლენათა ასეთი განვითარებისთვის წლებია ემზადება   –  წლებია ინტენსიურად აწვდის შეიარაღებას ორივე მხარეს, დაჩქარებული ტემპებით დაღესტანიდან საქართველოს მიმართულებით ნაწილობრივ სამხედრო დანიშნულების გზაც კი გაიყვანა, რომელიც აზერბაიჯანში სწრაფი შეჭრის საშუალებას იძლევა''.

როგორც  მიხეილ სააკაშვილი აცხადებს, ,, კონფლიქტის პროვოცირებით რუსეთი რამდენიმე სტრატეგიულ მიზანს მიაღწევს – დააწესებს კონტროლს იმ ტერიტორიაზე, სადაც აზერბაიჯანის ნავთობ და გაზსადენები გადის და ევროპა ენერგორესურსების ალტერნატიულ წყაროს დაკარგავს.

მეორე მიზანი კი, სააკაშვილის აზრით, მოსალოდნელი საპარლამენტო არჩევნების ფონზე, სადაც ივანიშვილის პრორუსული ძალა აგებს, საქართველოს რთულ ვითარებაში ჩაყენებაა.

მესამე მიზანი თურქეთია, ქვეყანა, რომლის დასჯაც რუსეთს სურს, იძულებული ხდება ორ ფრონტზე ომში ჩაებას.''

 

სიახლეები

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა დაცვის კომისარი ჩამოვიდა

თბილისში ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისრის ვიზიტი დაიწყო. მაიკლ ო'ფლაერტი სამოქალაქო საზოგადოებას უკვე შეხვდა....

ვოლოდიმირ ზელენსკი ფრიდრიხ მერცს შეხვდება

Reuters- ის ცნობით, უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი, დღეს გერმანიის კანცლერს, ფრიდრიხ მერცს, შეხვდება. გამოცემა...

საიამ ემიგრანტებისთვის საზღვარგარეთ ხმის მიცემის აკრძალვა საკონსტიტუციოში გაასაჩივრა

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) საფრანგეთში მცხოვრები საქართველოს მოქალაქეების სახელით საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართა. სარჩელი...

14 აპრილი დედაენის დღეა

14 აპრილი დედაენის დღეა 1978 წლის 14 აპრილს თბილისში მასშტაბური აქცია გაიმართა - მოქალაქეები...