მთავარისიახლეებისაზოგადოებაპროკურატურა-პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვა საქართველოდან არ გამხორციელებულა.

პროკურატურა-პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვა საქართველოდან არ გამხორციელებულა.

Published on

ფარული ჩანაწერების გავრცელებასთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების შესახებ ბრიფინგი გაიმართა მთავარ პროკურატურაში. პრესკონფერენცია მთავარი პროკურორის პირველმა მოადგილემ გამართა. 

მისი განცხადებით, პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების ატვირთვა საქართველოდან არ გამხორციელებულა. 

როგორც მან აღნიშნა, საქმის სირთულიდან გამომდინარე პროკურატურამ დახმარებისთვის მიმართა აშშ-ის ფედერალურ ბიუროს. ამ თანამშრომლობის საფუძველზე კი საქართველოში უკვე რამდენიმე დღეა იმყოფება აშშ-ს ფედერალური ბიუროს წარმომადგენელი.

"საგამოძიებო ჯგუფის მიერ ჩატარებულია 200-ზე მეტი საგამოიებო და საპროცესო ღონისძიება. საგამოძიებო ჯგუფის მიერ დამნაშავე პირების გამოვლენის მიზნით, თბილისის მასშტაბით, 25 სხვადასხვა საცხოვრებელ მისამართზე ჩატარდა ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა: სხვადასხვა ინფორმაციის შემცველი 166 ერთეული CD და DVD დისკი, 26 ერთეული კომპიუტერი, 37 ერთეული მობილური ტელეფონი, 86 ერთეული სიმბარათი, 53 ერთეული მეხსიერების ბარათი, 5 ერთეული გარე მეხსიერების მყარი დისკი; ჩატარდა ელექტრონული ინფორმაციის შემცველი 41 ობიექტის დათვალიერება, ხოლო ჩხრეკის შედეგად ამოღებულ 59 ობიექტზე დანიშნულია კომპიუტერული ექსპერტიზა", – განაცხადა მამუკა ვასაძემ.

მისი ცნობით, პროკურატურა თანამშრომლობს უცხო ქვეყნის კომპეტენტურ ორგანოებთან და განაგრძობს ინტენსიურ გამოძიებას აღნიშნულ დანაშაულთან კავშირში მყოფი პირების გამოსავლენად. 

„მსგავსი ტიპის კომპლექსური საქმეები, რომლებიც მოიცავენ კიბერ კომპონენტებს და ატარებენ ტრანსნაციონალურ ხასიათს, არის განსაკუთრებით რთული გამოსაძიებლად, მოითხოვს საერთაშორისო თანამშრომლობას სხვადასხვა დონეზე და საჭიროებს დიდ დროს, შესაბამისი სამართლებრივი პროცედურების დასრულების თვალსაზრისით,“ – განაცხადა საქართველოში აშშ-ის საელჩოს სამართლებრივმა ატაშემ ქეთრინ კენინგმა. 

სიახლეები

სოხუმში ე.წ. კანონიერი ქურდი “პიზა” და მისი თანმხლები 4 პირი დაჭრეს – დეტალები [video]

ნაშუადღევს სროლის ხმა ისმოდა ოკუპირებულ სოხუმში, გუმის ქუჩაზე. უცნობი პირები სხვადასხვა სახის ცეცხლსასროლი იარაღიდან...

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...