მთავარისიახლეებიპოლიტიკასაქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში გაიმართა

საქართველოს კონსტიტუციური კანონპროექტის საყოველთაო-სახალხო განხილვა ზუგდიდში გაიმართა

Published on

ზუგდიდში, კულტურის ცენტრ ოდიშის დარბაზში ქორწინების შესახებ საკონსტიტუციო ცვლილებაზე საჯარო განხილვა გაიმართა, რომელსაც ადგილობრივი მოსახლეობა და მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის წარმომადგენლები დაესწრნენ. კანონპროექტი შეკრებილებს საქართველოს პარლამენტის წევრებმა ეკა ბესელიამ, მანანა კობახიძემ, გედევან ფოფხაძემ, გიორგი გაჩეჩილაძემ, ზურაბ ტყემალაძემ და გოგი თოფაძემ წარუდგინეს. კანონპროექტის მიზანია კონსტიტუციის 36 -ე მუხლის პირველი ნაწილის მკაფიო ფორმულირება.კერძოდ, ინიციატივის მიხედვით, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი. თითოეულმა მათგანი დამსწრეებს კანონპროექტის აუცილებლობაზე ესაუბრა, ამასთან, შეხვედრის ფორმატის ფარგლებში დამსწრეებს შესაძლებლობა მიეცათ დეპუტატებისთვის კითხვით მიემართათ.

კონსტიტუციაში შესატანი ცვლილებების საჯარო განხილვები საქართველოს 12 ქალაქში გაიმართება.

სიახლეები

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი გამოაცხადეს

ოკუპირებულ აფხაზეთში დრონების საფრთხის რეჟიმი აამოქმედეს. ცნობა მარიონეტული რეჟიმის ე.წ. თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა და მოსახლეობას...

პროკურატურამ ბრალი წარუდგინა ემინ ალიევს, რომელმაც ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ ბინაში გაგუდა

საქართველოს პროკურატურამ აზერბაიჯანის მოქალაქე ემინ ალიევს, რომელმაც ასევე აზერბაიჯანის მოქალაქე ფატიმა კარიმოვა თბილისში, ნაქირავებ...

უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს

ბოლო დღეების განმავლობაში, უცხო ქვეყნის 54 მოქალაქე საქართველოდან გააძევეს - ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო...

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს მხარი დაუჭირა

ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის დემოკრატიის, ადამიანის უფლებებისა და ჰუმანიტარული საკითხების კომიტეტმა საქართველოს შესახებ რეზოლუციის პროექტს...