მეჭიაურის კომენტარები ამყარებს ვარაუდს, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე დარჩენის საშუალება რესპუბლიკელებს, მათი სურვილის მიუხედავად, შესაძლოა არ მიეცეთ

0
395

„ოპოზიციაში არ მივდივართ,“- განაცხადა დავით უსუფაშვილმა მთავრობის ადმინისტრაციაში პრემიერმინისტრთან შეხვედრის შემდეგ: . „არ გავაჩენთ არანაირ კითხვას ქვეყნის განვითარების ვექტორებთან დაკავშირებით, არ შევუშლით ხელს ქვეყნის ეკონომიკურ წარმატებას, რომ არც ერთი კითხვა არ უნდა გაჩნდეს იმასთან დაკავშირებით, ქვეყანაში რაიმე დესტაბილიზაციის საფრთხე ხომ არ არის. ეს არის ჩემი პასუხი იმ კრიტიკოსებთანაც, რომლებიც ბრძანებენ, რომ რატომ დაუყოვნებლივ არ მიდიხართ ოპოზიციაში. არ მივდივართ, რადგან ერთად ავიღეთ პასუხისმგებლობა, ერთად ვმართავთ ქვეყნას და კარგად გვესმის ის, რომ ჩვენი ახლა პოსტებიდან წასვლა, პარლამენტში უმრავლესობის დაშლა რა სირთულეებს შექმნის. ამიტომ ჩვენ გვექნება ძალიან მჭიდრო კომუნიკაცია, როგორც გვქონდა დღემდე მიმდინარე საქმეებშიც, სამთავრობო საკითხებშიც, პარლამენტშიც, რაზეც შევჯერდებით წინასწარ უმრავლესობასთან გვექნება ერთიანი პოზიციები, რაზეც ვერ შევჯერდებით, არც დღემდე იყო ეს რაღაც ახალი მოვლენა და გვქონდა განსახვავებული პოზიციები. შესაძლოა, ეს იყოს უფრო მეტი. ამ რეჟიმში გავაგრძელებთ ჩვენ მუშაობას", – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.

 დავით უსუფაშვილმა ასევე აღნიშნა, რომ   რესპუბლიკელებისთვის გადაწყვეტილების მიღებამდე  ნათელი იყო, რომ პარტია "ქართული ოცნების" პრიორიტეტია უახლოეს არჩევნებზე დამოუკიდებლად გასვლა, ის რაც ხდება, მრავალპარტიული ცხოვრებისთვის ნორმალური მოვლენაა –  იქ, სადაც კოალიციები იქმნება, ისინი იქმნებიან არჩევნებიდან არჩევნებამდე ქვეყნის სამართავად, ხოლო რაც შეეხება არჩევნებს, მასზე პარტიები გადიან ან ცალ-ცალკე, ან საარჩევნო ბლოკებად. ამიტომ ჩვენი მიღებული გადაწყვატილება არის გარკვეულწილად ახალი სიტყვა ქართული პოლიტიკური დემოკრატიული სისტემის განვითარებასა და წინსვლაში", – განაცხადა უსუფაშვილმა

"ერთიან ნაციონალურ მოძრაობასი აცხადებენ, რომ სახეზეა   "ქართული ოცნების" კრიზისი, რაც გარდუვალი იყო, რადგან კოალიცია, გუნდი, რომელიც ბიძინა ივანიშვილმა შექმნა, აბსოლუტურად ეკლექტური იყო და ბუნებრივია   ვერ გაუძლებდა და ვერც გაუძლო ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. – ყველაფერი სამართლიანი არჩევნებით დასრულდება.

დავით დარჩიაშვილი  შექმნილ სიტუაციას ადარებს სიტუაციას კრილოვის ცნობილ იგავ-არაკში "გედი, კიბო და ქარიყლაპია" . იგი . მიიჩნევს, რომ მომავალი არჩევნების სამართლიანად ჩატარების შემთხვევაში "ქართულ ოცნებას" გამარჯვების შანსი არ აქვს." და შესაბამისად, ხელისუფლება მთლიანად შეიცვლება. თუ არ ჩატარდა სამართლიანად, ამას უკვე ქართული საზოგადოება, ისევე როგორც საერთაშორისო თანამეგობრობა ისეთ შეფასებას მიცემს, რომ ახალი უსამართლოდ არჩეული ხელისუფლება ვერ იფუნქციონირებს.  ეს ოქტომბერში მოხდება თურამდენიმე თვის შემდეგ, იმაზე იქნება დამოკიდებული, რამდენად ეყოფათ გონიერება  არ გააყალბონ არჩევნები", – განაცხადა დარჩიაშვილმა.

მახსოვს განცხადებები, რომ "რესპუბლიკური პარტია" ყველაზე ბოლოს დატოვებდა კოალიციას – ეტყობა, რაღაც შეცვალეს, – ასე ეხმაურება ფრაქცია "ქართული ოცნება – კონსერვატორების" თავმჯდომარე გიგა ბუკია "რესპუბლიკელების" გადაწყვეტილებას  – ჩვენ, "კონსერვატორები", ვთვლიდით, რომ კოალიცია  წარმატებულია და სასურველი იქნებოდა, თუკი კოალიცია მოღვაწეობას ერთობლივი ფორმით გააგრძელებდა და 2016 წლის საპარლამენტო არჩევნებში ერთობლივად წარდგებოდა. ამასთან, ბუკიას ცნობით, "კონსერვატორებში" მიმდინარეობს კონსულტაციების პროცესი, თუ როგორ მიიღებს პარტია საპარლამენტო არჩევნებში მონაწილეობას.

გაღიზიანებას ვერ მალავს   საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ,,ქართული ოცნებიდან'' თამაზ მეჭიაური და, როგორც ჩვევია,  შეგნებულად თუ გაუცნობიერებლად აპრიორი დებს ბრალს რესპუბლიკელებს განზრახვაში გამოიყენონ სახელისუფლებო რესურსი მომავალ არჩევნებში.  ,,რესპუბლიკური პარტია" არჩევნებზედიდი ალბათობით  ბარიერსაც გადალახავს, რადგან   ფლობენ საკმაოდ შთამბეჭდავ თანამდებობებს. წარმოდეგნილი არიან, ერთი მხრივ, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებში, გამგეობებში, მერიებში, საკმაოდ სერიოზულ სამინისტროებში. ძალიან მრავლად არიან იქ უმრავლესობაში. ასევე მეორე პოზიციას ფლობენ ყველა სამინისტროში. მომხრეები ჰყავთ დასაქმებული და აქედან გამომდინარე არ გაუჭირდებათ ბარიერების გადალახვა მომავალ არჩევნებში. ''თუ გავითვალისწინებთ იმას, რომ მეჭიაური თავისი სკანდალური განცხადებებით ფაქტობრივად ხელისუფლების მორიგ ნაბიჯებს აანონსებს, დასაშვებია  ვარაუდი, რომ ხელმძღვანელ თანამდებობებზე დარჩენის საშუალება რესპუბლიკელებს, მათი სურვილის მიუხედავად, შესაძლოა არ მიეცეთ.  

წინა სტატიაზუგდიდში ცენტრალურ ქუჩაზე მანქანას ცეცხლი გაუჩნდა
შემდეგი სტატიაგანმუხურში გაყიდული ტერიტორიის მფლობელი კომპანია „ბლექ სი რივიერია“
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური