მთავარისიახლეებიპოლიტიკა„კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რატომ შეეშინდა უმრავლესობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის...

„კიდევ ერთხელ გახდა ცხადი, რატომ შეეშინდა უმრავლესობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოსმენისა გუშინ” – ნაციონალურ მოძრაობაში კეთდება განცხადებები მორიგ კიბერტერორიტულ შემოტევასთან დაკავშირებით

Published on

პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების გავრცელებასთან დაკავშირებით საპარლამენტო უმცირესობაში განცხადებები გაკეთდა.ნაციონალურ მოძრაობაში მოქმედი ხელისუფლებისა და უსაფრთხოების სამსახურის უმოქმედობაზე საუბრობენ.

„კიდევ ერთხელ ცხადი გახდა, თუ რატომ შეეშინდა უმრავლესობას უსაფრთხოების სამსახურის უფროსის განხილვის ჩატარება გუშინ”, – განაცხადა სერგო რატიანმა.

 როგორ შეიძლება რომ სამართალდამცავ ორგანოებმა ვერ მიაკვლიონ ვერანაირ კვალს, როცა  ასობით ადამიანს მისდის ასეთი მესიჯები.  ჩვენ ზღაპარში არ ვხოვრობთ. ეს სრული აბსურდია. ხელისუფლებას რამდენიმე საათი აქვს, რომ პასუხი გვითხრას, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩვენ ყველამ უნდა ვთქვათ, რომ ამაში თანამონაწილე არის ხელისუფლება თავისი პოლიციური სამართალდამცავი ორგანოებით, პოლიტიკური პოლიციით, რომელიც თავიდან ბოლომდეა ჩართული ამ პროცესში” – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

შეგახსენებთ, სუსის ხელმძღვანელის ვახტანგ გომელაურის ანგარიშის სააპარლამენტო მოსმენა ვერ შედგა კვორუმის არქონის გამო, რაც, როგორც საპარლამენტო ოპოზიციაში აცხადებენ, ხელოვნურად მოხდ.. პარლამენტში ჩაშლილი სხდომის შემდეგ გომელაურმა განაცხადა რომ იგი ვერ დაესწრება უსაფრთხოების საკითხების  განხილვას, რომელიც პარასკევამდე გადაიდო.     ,,ჩამოვედი თბუილისიდან იმისათვის, რომ გამეცა კითხვებზე პასუხი და წარმედგინა ჩემი ანგარიში პარლამენტის დეპუტატებისათვის. პარასკევს მე ვერ ჩამოვალ'' – განაცხადა მან.  სუს –  ის ანგარიშის მოსმენა პარასკევს გომელაურის გარეშე მოხდება. ამასობაში კი ინტერნეტსივრცეში კიბერშეანტაჟის ახალი ტალღა დაიძრა

 

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...