მთავარისიახლეებისაზოგადოებაკიბერტერორისტმა დღეისათვის ანონსირებული ვიდეომასალების ატვირთვა დაიწყო

კიბერტერორისტმა დღეისათვის ანონსირებული ვიდეომასალების ატვირთვა დაიწყო

Published on

დილიდან სოციალურ ქსელში ვრცელდება ქართველი პოლიტიკოსის პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრები –  რამდენიმე ჟურნალისტმა  Facebook-ში მიიღო  ქართველი პოლიტიკოსის ყალბი პროფილით გაგზავნილი ვიდეოს ინტერნეტბმულები . ჟურნალისტი მაკა რაზმაძე, რომელიც ადრესატთა შორისაა   აცხადებს, რომ ვიდეოს თან ახლდა ასევე ანონსი, თუმცა მთელი მასალა  მალევე დაიბლოკა.

.„უკვე მესამეჯერ ჩემს პირად გვერდზე Facebook-ზე პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ჩანაწერი აიტვირთა.  ვიდეო ატვირთა იმ პოლიტიკოსის ექაუნთით შემოსულმა ადამიანმა, ვისი კადრებიც იყო ვიდეოში,“  ამჯერად რაღაც გარანტია უნდოდა ალბათ და ატვირთულია ყველა ჩემს ფოტოზე, სტატუსზე და ა.შ. მე მაშინვე მივმართე შესაბამის ორგანოებს. ნინო გიორგობიანმა დამირეკა და ალბათ გააგრძელებენ ძიებას. ფაქტი ის არის, რომ ორი ადამიანი დაკავებულია და ზუსტად იგივე სტილსი და იგივე ხელწერით იტვირთება.'' – განაცხადა მაკა რაზმაძემ

ფარული კადრები რამდენიმე ჟურნალისტთან ერთად   მსახიობმა ბესო ზანგურმაც მიიღო.  .

როგორც ანონსირებული იყო, კიბერტერორი გრძელდება. ამ დროისთვის ვიდეოზე წვდომა ინტერნეტში უკვე შეზღუდულია.

ინფორმაციას პირადი ცხოვრების ამსახველი ახალი კადრების ატვირთვის შესახებ  ინტენსიურად ეხმაურებიან პოლიტიკოსები, არასამთავრობო ორგანიზაციების, ფართო საზოგადოების წარმომადგენლები. უკვე გაკეთდა პირველი განმარტებები მთავრობის მხრიდან – განმარტებები მთავრობის წევრებმა გააკეთეს. 

''სამწუხაროა, რომ ვერ ხერხდება ამ კადრების გავრცელების პრევენცია. თუმცა, ხელისუფლება და ძალოვანი სტრუქტურები ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ მსგავსი ფაქტების აღკვეთა მოხდეს'' – აცხადებენ ისინი .

 

სიახლეები

29 481 აბიტურიენტი სტუდენტი გახდა-ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგები ცნობილია

გამოცდების ეროვნული ცენტრი აბიტურიენტთა ჩარიცხვის შესახებ ინფორმაციას ავრცელებს - ირკვევა, რომ 2026 წელს ერთიანი...

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს მოწყალების თხოვნას აიძულებდა

ბრალდება წარედგინა კაცს, რომელიც არასრულწლოვან შვილებს ძალადობის გამოყენებით მოწყალების თხოვნას აიძულებდა, თანხას კი ისაკუთრებდა....

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო

თბილისის ზღვაზე 15 წლის ბიჭი დაიხრჩო. ამის შესახებ ინფორმაციას MarneuliNews.ge ავრცელლებს. მედიის ცნობით, შემთხვევა გუშინ...

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...