მთავარისიახლეებისაზოგადოება4 აპრილს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

4 აპრილს პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება

Published on

პირველკლასელთა რეგისტრაცია მომავალი სასწავლო წლისათვის 4 აპრილს დაიწყება– განაცხადა დღეს გამართულ ბრიფინგზე საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილემ ლია გიგაურმა. 

როგორც ბრიფინგზე ითქვა,  რეგისტრაცია სამ ეტაპად განხორციელდება. პირველი  განხორციელდება სკოლაში – 4 აპრილიდან 18 აპრილის ჩათვლით. ამ  ეტაპზე რეგისტრირდება მოსწავლე, თუკი მისი  და-ძმაც ამავე სკოლაში სწავლობს ან/და თუკი მისი მშობელიც ამავე  სკოლის თანამშრომელია და  რომლის ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში. პირველ ეტაპზე დარეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად, აუცილებელი დოკუმენტების მიღება მოხდება სკოლაში – 19 აპრილიდან 28 აპრილის ჩათვლით. 

მეორე ეტაპი, საყოველთაო ელექტრონული რეგისტრაცია 4 მაისს დაიწყება და 25 მაისის ჩათვლით გაგრძელდება. რეგისტრაცია განხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე. მეორე ეტაპზე რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები მიიღება 30 მაისიდან 10 ივნისის ჩათვლით.

თუ პირველ და მეორე ეტაპზე მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტები არ იქნა წარდგენილი განსაზღვრულ ვადებში, რეგისტრაცია ავტომატურად უქმდება. 

მესამე ეტაპი განხორციელდება 14 ივნისიდან 30 ივნისის ჩათვლით. რეგისტრაცია მოხდება სკოლაში, თუკი მეორე ეტაპის დასრულების შემდეგ გამოთავისუფლდა ვაკანტური ადგილები მოსწავლის ჩასარიცხად.

"წელს სავარაუდოდ, როგორც საჯარო, ისე კერძო სკოლებში 49 000-მდე პირველკლასელი დარეგისტრირდება. სკოლაში მიიღებიან მოსწავლეები, რომელთაც სწავლის დაწყებისთვის უსრულდებათ 6 წელი. ახალი  სასწავლო წელი 15 სექტემბერს დაიწყება, პირველკლასელები წელსაც მიიღებენ  პორტატულ კომპიუტერებსა და  უფასო სახელმძღვანელოებს" – განაცხადა ლია გიგაურმა. 

 

სიახლეები

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ანგარიშები გაუყინეს ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა

ანგარიშები გაუყინეს TV პირველის გამომძიებელ ჟურნალისტ მაკა ჩიხლაძეს, რომელიც რუსთაველის გამზირზე პროფესიულ მოვალეობას ასრულებდა. ცნობილია,...

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების ყველაზე დიდი მიწოდებაა

დიდი ბრიტანეთი უკრაინას 120 000 უპილოტო საფრენ აპარატს გადასცემს, რაც ისტორიაში ამ ტიპის შეიარაღების...

ჩვენ შევაჩერებთ სახელმწიფო მედიასაშუალებების მუშაობას – მადიარი

უნგრეთის მომავალმა პრემიერმინისტრმა, პეტერ მადიარმა განაცხადა, რომ შეწყვეტს სახელმწიფო მედიასაშუალებების მაუწყებლობას და მოამზადებს მედიარეფორმას,...