ლადო პაპავა გადადგა

Published on

ლადო პაპავა თსუ-ის რექტორის თანამდებობიდან გადადგა. თსუ-ს აკადემიურმა საბჭომ პაპავას განცხადება გადადგომასთან დაკავშირებით დააკმაყოფილა. ის პირველი მაისამდე რჩება თანამდედობაზე, მანამდე კი უნდა შეარჩიონ რექტორის მოვალეობის შემსრულებელი. 16 მარტს აკადემიური საბჭოს წევრების უმრავლესობის მოთხოვნით  რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის საკითხის განხილვის გადაწყვეტილება მიიღეს. რაც ნიშნავს იმას, რომ აკადემიურმა საბჭომ რექტორის იმპიჩმენტის საკითხი დღის წესრიგში შეიტანა. იმპიჩმენტის საკითხის დღის წესრიგში შეტანას მხარი საბჭოს წევრთა უმრავლესობამ დაუჭირა. რექტორის იმპიჩმენტის პროცედურა 3-ეტაპიანია.

გადაწყვეტილება რექტორის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის თაობაზე მიიღება ფარული კენჭისყრით, სიითი შემადგენლობის უმრავლესობით. ორმა წევრმა (მარიამ გერსამიამ და გიორგი გოგსაძემ საბჭო დატოვეს), ერთი წევრი კი დეკანი გახდა და ამის გამო შეუწყდა საბჭოს წევრის სტატუსი.

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...