მთავარისიახლეებისაზოგადოებაგანმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა

განმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია გაიყიდა

Published on

ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურის სანაპირო ზოლი და ბულვარის მიმდებარე ტერიტორია მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობებით ელექტრონული აუქციონის წესით გაიყიდა, რომელიც ცოტა ხნის წინ დასრულდა. აუქციონში მონაწილეობა მხოლოდ ერთმა  მსურველმა მიიღო და მან საბოლოო ფასი 2 266 500 ლარი დააფიქსირა, რომლის გადახდისთვის აუქციონის წესების თანახმად მას 30 კალენდარული დღე განესაზღვრა. ამ დროისთვის მყიდველის ვინაობა უცნობია.

აუქციონის პირობების თანახმად, მყიდველი ვალდებულია ქონების შეძენასთან ერთად აღნიშნულ ტერიტორიაზე 3 წლის განმავლობაში მინიმუმ 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს.

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...