მთავარისიახლეებიპოლიტიკაევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა

ევროპის სახალხო პარტიის პრეზიდენტი ე.წ. მატროსოვის ციხეში მყოფ ყოფილ მაღალჩინოსნებს შეხვდა

Published on

ორ საათზე მეტხანს გაგრძელდა საქართველოში ვიზიტად მყოფი ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტის ჟოზეფ დოლის შეხვედრა ე.წ. მატროსოვის ციხეში ყოფილ მაღალჩინოსნებთან  “ნაციონალური მოძრაობიდან ”  – ვანო მერაბიშვილთან,  ბაჩოახალაიასა და გიგი უგულავასთან.  

“მე მათ ვუთხარი, რომ ჩვენ ვიბრძვით, რათა საქართველო რაც შეიძლება მალე შევიდეს ევროპაში. ჩვენ გვინდა სახელმწიფო, რომელშიც კანონი კანონობს, უნდა იყოს სამართალი და დავამატებდი, რომ უნდა იყოს კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლა იმისთვის, რომ საქართველოში ახალგაზრდები განვითარდნენ, იცხოვრონ აქ და საქართველოში ინვესტიცია შემოვიდეს. მე ძალიან დიდი ემოციით გამოვედი. როცა ადამიანი შედის ციხეში, ეს იქნება ყოფილი პრემიერ-მინისტრი, ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი თუ ყოფილი მერი, ის შედის ციხეში და იქ რჩება. მით უმეტეს, როდესაც სამართალი არ არის სწორი ყოველთვის მათ მიმართ. მაგრამ მე მინდა ამავე დროს მადლობა გადავუხადო ხელისუფლებას, იმისთვის, რომ მომცა საშუალება, ხანგრძლივი საუბარი მქონოდა ამ სამ ადამიანთან. ისინი აგრძელებენ მუშაობას’’ – ასეთი კომენტარი გააკეთა ციხიდან გამოსვლის შემდეგ ჯოზეფ დოლიმ მედიისათვის. ამასთან მან გააჟღერა გზავნილები ყოფილი მაღალჩინოსნებისგან: 

,,ერთ-ერთმა მათგანმა მითხრა, რომ მუშაობს თავის თავზე, იმისთვის, რომ არ გამოვიდეს გაბოროტებული ციხიდან და მაინც გამოიტანოს პოზიტივი  აქედან. ჩემთვის ეს ძალიან პოზიტიური იყო” –– განაცხადა ევროპის სახალხო პარტიის (EPP) პრეზიდენტმა.

 

სიახლეები

აშშ-მა სირიაში ISIS-ის სამიზნეებზე საჰაერო იერიშები მიიტანა

შაბათს აშშ-ს ცენტრალურმა სარდლობამ (CENTCOM) განაცხადა, რომ თებერვლის დასაწყისში აშშ-მ სირიაში ე.წ. "ისლამური სახელმწიფოს" 30-ზე...

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...