მთავარისიახლეებისაზოგადოება"ის არ არის ტერორისტი, ის იდიოტია"- ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითმფრინავის გამტაცებელზე

“ის არ არის ტერორისტი, ის იდიოტია”- ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითმფრინავის გამტაცებელზე

Published on

კომპანია,,Egyptair'' – ის კუთვნილი სამგზავრო ლაინერის  გამტაცებლის ვინაობა ცნობილია –  იგი იბრაჰიმ სამაჰია,  ვეტერინარული მედიცინის პროფესორი ალექსანდრიის უნივერსიტეტში.  გამტაცებელმა მოითხოვა თარჯიმანი, პოლიტიკური თავშესაფარი ან დევნილის სტატუსი კვიპროსში.

ამ ეტაპზე სპეცსამსახურები ადგენენ მის მიერ თვითმფრინავის გატაცების  მოტივებს.  ვარაუდობენ, რომ კვიპროსზე იმყოფება ტერორისტის ყოფილი ცოლი და გამორიცხული არ არის, რომ სწორედ ამ მიზეზით დასვა მან ამ კუნძულზე გატაცებული თვითმფრინავი.

ამვერსიას ამყარებს ის ფაქტი, რომ ტერორისტმა მოითხოვა ,,ერთი კვიპროსელი ქალისთვის" გადაეცათ კონვერტი, რომელშიც არაბულ ენაზე მისი ხელით დაწერილი ოთხგვერდიანი წერილი იდო.

 არის ცნობები, რომ იბრაჰიმ სამაჰი თავდაპირველად სტამბულში გაფრენას გეგმავდა, მაგრამ ამ ჩანაფიქრზე უარის თქმა მოუხდა, როცა ეკიპაჟმა აუხსნა, რომ თვითმფრინავზე არ იყო საკმარისი საწვავი. 

დღეს დილით გავრცელდა ინფორმაცია, რომ ეგვიპტის ავიახაზების კუთვნილი სამგზავრო ლაინერი, რომელიც მიფრინავდა რეისით ალექსანდრია –  ქაირო, ჰაერშივე ჩაიგდო  ხელში ტერორისტთა ჯგუფმა, რომელთაგან მინიმუმ ერთი შეიარაღებულია.  გამტაცებლებმა თვითმფრინავის ეკიპაჟს კვიპროსზე დაშვება მოსთხოვეს. მოგვიანებით კი,  სამოქალაქო ავიაციის მინისტრმა განაცხადა, რომ ტერორისტი მარტო მოქმედებდა , იგი  თვითმფრინავის პილოტს  ე.წ. თვითმკვლელის ქამრით, ასაფეთქებელი მოწყობილობით დაემუქრა. აფრენიდან ერთ საათში თვითფრინავი უკვე ლარნაკას აეროპორტში იყო . თავდაპირველი   ცნობით, თვითმფრინავის ბორტზე იმყოფებოდა 81 მგზავრი და ეკიპაჟის 7 წევრი, თუმცა მოგვიანებით მონაცემები დაზუსტდა და მგზავრთა რაოდენობა 51 აღმოჩნდა.

როგორც კი თვითმფრინავი დაეშვა, კვიპროსმა აეროპორტი დახურა და ყველა სხვა თვითმფრინავი სხვა აეროპორტებში გადაამისამართა. გამტაცებელმა მოლაპარაკებების შედეგად გაათავისუფლა ჯერ ოცი ( ქალები და ბავშვები) , ხოლო შემდეგ ყველა სხვა  მგზავრიც,   გარდა ოთხისა და თვითმფრინავის ეკიპაჟისა. მედიის ცნობით, თვითმფრინავზე დარჩენილ 4 მგზავრს შორის ერთერთი ირლანდიის მოქალაქეა. 

ამ ეტაპზე მედიაში სულ უფრო ხშირად გაისმის  მოსაზრება, რომ გარეგნულად  ეს  ყველაფერი ტერორისტული აქტის ნიშნებს შეიცავს, მაგრამ  არსით უფრო კრიმინალურ შემთხვევას წარმოადგენს.  კვიპროსის პრეზიდენტის ნიკოს ანასტასიადისის თქმით, გატაცებას არანაირი კავშირი არ აქვს ტერორიზმთან. ეგვიპტის საგარეო საქმეთა მინისტრი თვითმფრინავის გამტაცებელზე ამბობს, რომ : "ის არ არის ტერორისტი, ის იდიოტია". 

Также в СМИ появилась информация, что захватчики намерены позволить женщинам и детям египетского происхождения покинуть борт. Эксперты отмечают, что похищение самолета EgyptAir несет в себе признаки теракта, а не угона.

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...