მთავარისიახლეებიპოლიტიკასაფრანგეთის ელჩმა ზუგდიდში შეხვედრები გამართა

საფრანგეთის ელჩმა ზუგდიდში შეხვედრები გამართა

Published on

საფრანგეთის ელჩი საქართველოში მენიე პასკალი, სამუშაო ვიზიტით სამეგრელოში  იმყოფება. ვიზიტის ფარგლებში, მენიე პასკალი სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულს – გუბერნატორს ლევან შონიას შეხვდა.მხარის რწმუნებულმა, საფრანგეთის ელჩი საკუთარ კაბინეტში მიიღო.

გუბერნატორმა  ელჩს, რეგიონში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. შეხვედრის ძირითადი თემები რეგიონში, აგრარული სექტორი, ტურიზმის და ენერგეტიკის სფეროს განვითარება იყო. მხარეებმა ასევე აფხაზეთის და ქართველების ურთიერთობაზე ისაუბრეს. ელჩმა ხაზი გაუსვა და განაცხადა, რომ საფრანგეთი ერთპიროვნულად მხარს უჭერს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას.

მენიე პასკალმა აღნიშნა, რომ საფრანეგეთს და საქართველოს ისტორიულად მჭიდრო კავშირი ჰქონდათ ერთმანეთთან და ელჩმა მზაობა გამოთქვა სამომავლოდ ფრანგი და ქართველი ხალხის ეკონომიკურ თანამშრომლობაზე.

სამუშაო ვიზიტის ფარგლებში საფრანგეთის ელჩი მენიე პასკალი მეუღლესთან ერთად ასევე შეხვდა და ალენ მიურატის ოჯახს და ზუგდიდის მერს, ირაკლი გოგოხიას.

სიახლეები

სასკოლო ფორმები საქართველოში – დიზაინის ესკიზი ცნობილია

როგორი იქნება სასკოლო ფორმები საქართველოში - დიზაინის ესკიზი ცნობილია. ფოტოებს Interpressnews ავრცელებს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,...

ზუგდიდში პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

შსს- დაკავებულია პენსიონერი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა

თბილისში არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული...