მთავარისიახლეებისაზოგადოებაფოთის სტადიონზე მსაჯის დაჭრის საქმეზე თვითმხილველები დაკითხეს

ფოთის სტადიონზე მსაჯის დაჭრის საქმეზე თვითმხილველები დაკითხეს

Published on

ფოთის სტადიონზე მიმდინარე სარაგბო მატჩის დროს ჯერჯერობით დაუდგენელმა პირმა დაჭრა  21 წლის  ნიკო ამაშუკელი, რომელიც   ბათუმის გუნდ ,,ბათუმსა'' და თბილისის ,,არმიას'' შორის შეხვედრას მსაჯობდა. მას დანით ფეხის არეში მიყენებული ჭრილობა აღენიშნება, თუმცა, როგორც   ფოთის ცენტრალურ საავადმყოფოში ამბობენ, იგი მსუბუქია და დაჭრილის მდგომარეობა საშიში არ არის. 
გუშინ  შსს-ში აცხადებდნენ, რომ ნიკო  ამაშუკელმა ფეხი წაქცევის შედეგად დაიზიანა და შესაბამისად, ფაქტზე გამოძიება არ დაწყებულა, თუმცა დღეს დილიდან ვრცელდება ინფორმაცია, რომ დაჭრის ფაქტს ადასტურებენ რაგბის კავშირში და აცხადებენ, რომ უკვე დაიკითხნენ ინციდენტის მონაწილეებიც. 

თვითმხილველები ამბობენ, რომ ინციდენტი მოხდა თბილისის "არმიასა" და ბათუმის "ბათუმს" შორის მატჩის დასრულების შემდეგ ამტყდარ ჩხუბში. მომხდარის ოფიციალური ვერსია უცნობია. ერთ-ერთი ვერსიით, რომელიც გუშინვე გავრცელდა მსაჯი ნიკო ამაშუკელი რაგბის მატჩის შემდეგ დაპირისპირების დროს დაჭრეს ბასრი საგნით სავარაუდოდ ,,არმიის'' გულშემატკივრებმა, სახელდება ,,თბილისის გუნდის მენეჯერი, რომელიც ჯერ ბათუმის გუნდის წარმომადეგნელებს დაუპირისპირდა, შემდეგ მსაჯს გაუსწორდა, თუმცა მოტივი, რომელსაც თვითმხილველი ხსნიდა როგორც განაწყენებას მატჩში მისი გუნდის დამარცხებით, გაბათილებულია – მატჩი ფრედ 21:21 დასრულდა.

 

სიახლეები

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ მისცა

ღარიბაშვილის წინააღმდეგ ჩვენება თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ და მისმა ცოლის ძმამ, ვასილ მხეიძემ...

ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა

დამოუკიდებლობის დღეს ევროკომისიამ უკრაინას შეიარაღების შესაძენად 6.1 მილიარდი ევრო დაუმტკიცა - დაფინანსება მიზნად ისახავს...

აბიტურიენტების 25%-ზე მეტმა ბარიერი ვერ გადალახა

რას ვერ ასწავლიან მოზარდებს სკოლებში და რატომ იქცა ეროვნული გამოცდების ჩაბარება აბიტურიენტების ნაწილისთვის სერიოზულ...

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს

სოფელ ყულიშკარში ტრაგიკულად გარდაცვლილი სამი და ცოტა ხნის წინ დაკრძალეს.  დასაფლავების გადაწყვეტილება გვამებს გახრწნის...