მთავარისიახლეებიპოლიტიკავიზალიბერალიზაცია და არჩევნები – ვნებათაღელვა ჟოზეფ დაულის განცხადების გარშემო გრძელდება

ვიზალიბერალიზაცია და არჩევნები – ვნებათაღელვა ჟოზეფ დაულის განცხადების გარშემო გრძელდება

Published on

ხელისუფლება   დარწმუნებულია, რომ ზაფხულში საქართველო ვიზალიბერალიზაციის კუთხით საბოლოო შედეგს მიაღწევს. ,,ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა წლების განმავლობაში, ასევე ძალიან მნიშვნელოვანი რეფორმები გატარდა ჩვენი ხელისუფლების მხრიდან. ძალიან დიდი ნაბიჯები გადაიდგა დემოკრატიის მიმართულებით და მე ვფიქრობ, ვერაფერი და ვერავინ შეაჩერებს ამ მიმართულებას.'' აღნიშნა დღეს ,,ქართული ოცნების'' კონფერებციაზე კახი კალაძემ. ასე  გამოეხმაურა იგი "ევროპის სახალხო პარტიის" საპატიო პრეზიდენტის ჯოზეფ დაულის განცხადებას  იმის სესახებ, რომ ევროპარლამენტში, ევროპის სახალხო ჯგუფი მხარს დაუჭერს ვიზალიბერალიზაციას მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საქართველოში საპარლამენტო არჩევნები თავისუფალი და სამართლიანი გზით ჩატარდება.

 მესმის, რომ "ნაციონალურ მოძრაობას" აქვს თავისი ვიწრო პარტიული ინტერესები, რაც რა თქმა უნდა, ეწინააღმდეგება ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას, ქვეყნის სწრაფვას ევროინტეგრაციისკენ, ევროპის დიდი ოჯახისკენ, მაგრამ მერწმუნეთ, ამ მიმართულებას ვერაფერი შეაჩერებს, ვერც "ნაციონალური მოძრაობის" ვიწრო პარტიული ინტერესები და ვერც სხვა რამ – აღნიშნა კახი კალაძემ, რომელიც იზიარებს თანაგუნდელთა მოსაზრებას იმის შესახებ, რომ დაულმა ეს განცხადება ნაციონალური მოძრაობის კარნახით გააკეთა.

 ნაციონალური მოძრაობა აბსურდულად მიიჩნევს მსგავსი შეფასებების  კასკადს ხელისუფლების წარმომადგენლების მხრიდან. "პრობლემა ევროპის სახალხო პარტიაში კი არ არის, პრობლემა არის ჩვენს მთავრობაში“ აცხადებს  ერთიანი  ნაციონალური მოძრაობის წევრი გიორგი კანდელაკი. მისი თქმით საქართველოსთვის  უვიზო   რეჟიმის მიღებას ხელი ხელისუფლების არასწორმა ქმედებებმა შეუშალა. 

“ჩვენი გეგმით საქართველოს უკვე უნდა მიეღო უვიზო რეჟიმი 2014 წელს, უკვე ხელში უნდა გვეჭიროს უვიზო რეჟიმი, მაგრამ მთავრობამ  არ მიიღო სათანადო კანონები დროზე და მთელი რესურსი დახარჯა დემოკრატიული წეს-წყობილების ნგრევაზე, რითაც დააზიანა უვიზო რეჟიმის მიღების შანსები. პრობლემა ევროპის სახალხო პარტიაში კი არ არის, პრობლემა არის ჩვენს მთვარობაში“ – განაცხადა გიორგი კანდელაკმა.

 

 

სიახლეები

საქართველო-აზერბაიჯანის საზღვართან სამხედრო თვითმფრინავი ჩამოვარდა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო თურქული სატვირთო ბორტის ჩამოვარდნასთან დაკავშირებით პირველ განმარტებას აკეთებს. უწყების ცნობით, თვითმფრინავი...

პროკურატურა ითხოვს მზია ამაღლობელი პოლიციელზე თავდასხმაში დამნაშავედ ცნონ

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დაკავებული ჟურნალისტის საქმეზე პროკურატურის წარმომადგენელი ითხოვს, რომ პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება...

უკრაინამ სარატოვის ნავთობგადამამუშავებელ ქარხანაზე მორიგი იერიში მიიტანა

უკრაინის გენერალური შტაბის ცნობით, უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა 11 ნოემბერს სარაკეტო იერიში მიიტანეს სარატოვის ოლქში...

ძალადობის ბრალდებით ყვარლის მერის მოადგილე, საკრებულოს თავმჯდომარე და მისი ძმა დააკავეს

შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ძალადობის ბრალდებით სამი პირი - 1985 წელს დაბადებული ნიკა ზაუტაშვილი,...