მთავარისიახლეებიკონფლიქტებისოხუმი. ე.წ. აფხაზეთის 1992–1993 წლების სამამულო ომის ვეტერანები მოითხოვენ კანონით აიკრძალოს დეზეტრირების...

სოხუმი. ე.წ. აფხაზეთის 1992–1993 წლების სამამულო ომის ვეტერანები მოითხოვენ კანონით აიკრძალოს დეზეტრირების დანიშვნა და არჩევა მაღალ სახელისუფლებო პოსტებზე

Published on

სოხუმი. ე.წ. აფხაზეთის 1992–1993 წლების სამამულო ომის ვეტერანები მოითხოვენ კანონით აიკრძალოს დეზეტრირების  დანიშვნა და არჩევა მაღალ  სახელისუფლებო პოსტებზე. მათ აფხაზეთის პარლამენტს მიმართეს ოფიციალური მოთხოვნით კანონებში ყველა დონის  დეპუტატთა არჩევნების შესახებ  და აფხაზეთის რესპუბლიკის პრეზიდენტის არჩევნების შესახებ შეტანილ იქნას ცვლილებები , რომლითაც არჩევით თანამდებობებზე კენჭისყრა აეკრძალება ყველა იმ პირს, რომელთაც უგულვებელყვეს პრეზიდენტ ვლადისლავ არძინბას მიერ 1992 წლის 14 აგვისტოს გამოცხადებული საყოველთაო მობილიზაცია და არ შეასრულეს მთავარსარდლის ბრძანებულება. ,,აუცილებლად მივიჩნევთ მიღებულ იქნას კანონი, რომელიც დეზერტირებს აუკრძალავს უფლებას დანიშნულ იქნან მაღალ ხელმძღვანელ თანამდებობებზე სახელმწიფო ხელისუფლების ნებისმიერ  ორგანოში. ჩვენი ღრმა რწმენით, იმ პირთ, ვისაც იმ დროისათვის  ჰქონდათ შესაფერისი ასაკი და ჯანმრთელობის მდგომარეობა, მაგრამ თავი აარიდეს წმიდათაწმიდა მოვალეობის შესრულებას, არ უნდა ჰქონდეთ უფლება დაიკავონ ხელმძღვანელი თანამდებობები ჩვენს ქვეყანაში'' – ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ხელს აწერენ ვეტერანთა ორგანიზაციების  ხელმძღვანელები.

შესაძლო შესწორებები კანონში არ გავრცელდება იმ პირებზე, რომელთაც 1992 წლისათვის არ შესრულებოდათ 18  წლის ასაკი. მიმართვის ავტორების აზრით, ყველა ის პირი, ვისაც იარაღით არ დაუცავს სამშობლოს თავისუფლება, იურიდიული თვალსაზრისით ხვდება მოქალაქეთა იმ კატეგორიაში, რომელზედაც ვრცელდება  ომის დაწყების მომენტისათვის მოქმედი სისხლის  სამართლის კოდექსის 82 – ე მუხლი ,,თავის არიდება მობილიზაციისა და გაწვევისაგან'',   265 – ე მუხლი ,,დეზერტირობა", 267 – ე მუხლი ,,  სამხედრო სამსახურისგან თავის გარიდება სხეულის განზრახ თვითდაზიანებით ან სხვა ნებისმიერი საშუალებით" 

 

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...