მთავარისიახლეებისაზოგადოებახე წყალში და ხელისუფლება, რომელსაც წყალი აქვს შეყენებული

ხე წყალში და ხელისუფლება, რომელსაც წყალი აქვს შეყენებული

Published on

ასწლოვანი ტიტა ხე როგორც იქნა კარჭაპიდან გადაიტანეს ზღვაში ვაივაგლახით გაყვანილ  გზაზე . ამ დროისათვის ხე ხმელეთამდე არ მისულა, თუმცა მისი გადატანის პროცესი დაწყებულია. სამუშაოების მწარმოებელი კომპანია "ზიმო" ვარაუდბს, რომ  ხის ხმელეთზე გადატანა დღის ბოლოსთვის გახდება შესაძლებელი. 

ხის გადმოტანა მეოთხე დღეა მიმდინარეობს. კომპანიის განცხადებით, სამუშაოებს ხელს უშლიდა ზღვის მოქცევა და უამინდობა. თავდაპირველად, კარჭაპის  ნაპირამდე მისატანად ნაპირის ჩაღრმავების სამუშაოები მიმდინარეობდა, შემდეგ კი საამისოდ  გზის მიყვანა დაიწყეს. ადგილზე ათამდე სპეცტექნიკა მუშაობს. გზა, რომელიც ერთხელ გაიყვანეს, ზღვამ წაიღო, რის შემდეგაც მეორე გზა აეროპორტის ასაფრენი ბილიკების ფილებით ააგეს.

დღე იწურება, ხე კი ისევ კარჭაპზე, წყალში დგას. როგორც სოციალურ ქსელებში წერენ, ხეს ჯერ კიდევ შეიძლება ეშველოს და კვლავ მყარად დადგეს მიწაზე, მაგრამ, რაც შეეხება ხელისუფლებას, რომელიც არაფორმალური მმართველის ახირებას არის აყოლილი, უიმედოდ აქვს წყალი შეყენებული, რასაც თუნდაც ამ ხის უთავბოლო იძულებითი  მოგზაურობა მოწმობს. 

 

 

სიახლეები

უკანონოდ მოიპოვა მეუღლის პირადი ცხოვრების ვიდეო და სხვას გაუგზავნა – დაკავებულია 1 პირი

პროკურატურამ პირადი ცხოვრების საიდუმლოს უკანონოდ მოპოვების, შენახვისა და გავრცელების ფაქტზე 1 პირი დააკავა, ბრალდებულს...

ელექტროენერგიის ტარიფების გაზრდა 3 თვით გადავადდა

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელმა კომისიამ დღეს გამართულ სხდომაზე მიიღო გადაწყვეტილება ელექტროენერგიის ტარიფების ცვლილებების...

ლევან ჯანგველაძის განზრახ მკვლელობას ოთარ რომანოვ ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა – შსს

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ლევან ჯანგველაძის მკვლელობას ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე ხელმძღვანელობდა. პროკურატურამ გამოიტანა დადგენილება, რომ...

გარემოს ეროვნული სააგენტო მოსახლეობას აფრთხილებს

გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობით, 29-30 დეკემბერს სანაპირო რაიონებში მოსალოდნელია ნალექი, ზოგან ძლიერი ელჭექთან ერთად. მათივე...