მთავარისიახლეებისპორტისოხუმელი სეპარატისტები ე.წ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადებიან

სოხუმელი სეპარატისტები ე.წ. მსოფლიოს ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადებიან

Published on

სოხუმში მსოფლიო არაღიარებული ქვეყნების ჩემპიონატის სამასპინძლოდ ემზადებიან. ამის შესახებ სპორტული ინტერნეტ გამოცემა Sportall.ge წერს. გამოცემის თანახმად, ტურნირი 28 მაისიდან 5 ივნისის ჩათვლითაა დაგეგმილი და მის ჩატარებას რუსებისგან დაპყრობილ ქართულ მიწაზე არაღიარებული ქვეყნების მსოფლიო გაერთიანება (CONIFA) აპირებს. 
მასში მონაწილეობისთვის 12 არაღიარებული სეპარატისტული რეგიონის გუნდი მიიწვიეს: აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის, ჩაგოს კუნძულების, ქურთისტანის, ჩრდილოეთ კვიპროსის, პადანიას, პენჯაბის, რაეტიას, რომანების, საპმის, სომალილანდის, იაპონიაში კორეელთა გაერთიანებისა და დასავლეთ სომხეთის.
სეპარატისტების მუნდიალის გახსნის ცერემონიალს 28 მაისს, 19 საათზე, სოხუმის "დინამოს" სტადიონი უმასპინძლებს, რომელიც საგანგებოდ ამ ტურნირისთვის გაარემონტეს. მატჩებს ტურნირის პარტნიორი მედიაჯგუფი – "სპრინგმედია" გადასცემს. 
უკვე ვრცელდება ტურნირის სარეკლამო კლიპი, რომელში მონაწილე რამდენიმე ფეხბურთელი ისეთ ფერ-ხორცზეა, სპორტსმენებზე მეტად "კაი პურისმჭამელთა" გაერთიანებას უფრო ჰგვანან.
CONIFA 2013 წელს დაფუძნდა, სეპარატისტულ მუნდიალს კი ორ წელიწადში ერთხელ ატარებენ. საინტერესოა, რომ აფხაზეთში მუნდიალის გამართვა მას შემდეგ გადაწყდა, რაც უნგრეთის ხელისუფლებამ მათსა და სამხრეთ ოსეთის წარმომადგენლებზე ვიზა არ გასცა და პირველ სეპარატისტულ ევროპის ჩემპიონატზე არ დაუშვა. 
არის ლაპარაკი, რომ შემდეგ მუნდიალზე დონეცკისა და ლუგანსკის ნაკრებები ითამაშებენ. მაგრამ ჯერ ამ ტერიტორიებზე ფეხბურთისთვის არავის სცხელა. საერთოდ კი ტურნირზე მონაწილეობის მსურველები ისე მომრავლდნენ, მათთვის ცალკე შესარჩევი ციკლი გაიმართება. მაგალითად, დასავლეთ სომხეთი, ერაყის ქურთისტანი, დაფური, სუდანელ ლტოლვილთა ნაკრები. 20 ნოემბერს კი CONIFA-ში 5 ახალი წევრი მიიღეს: რიუკიუ, ტიბეტი, კორეელთა გაერთიანება იაპონიაში და დნესტრისპირეთი (რუსული სეპარატისტული რეგიონი მოლდოვაში). 
ისე, საინტერესოა, დასავლეთ სომხეთის ნაკრებს რა პრინციპით დაკომპლექტებენ – მთიანი ყარაბაღი სომხეთიდან აღმოსავლეთში მდებარეობს და დასავლეთ სომხეთი სადღაა?
ახლა ყველაზე საინტერესო ამბავზე: აფხაზეთში მოსახვედრად დელეგაციებს რუსეთის ვიზის მიღება დასჭირდებათ. საინტერესოა, რუსები მისცემენ ვიზას ჩრდილოეთ კვიპროსის წარმომადგენლებს, რომლებიც, რეალურად, თურქების მხარდაჭერით სარგებლობენ?
საინტერესოა, რომ CONIFA-მ სეპარატისტული ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, სადაც აფხაზეთი მე-8 ადგილზეა, ხოლო სამხრეთ ოსეთი – მეთოთხმეტეზე.
 
წყარო: Sportall.ge

სიახლეები

სასკოლო ფორმები საქართველოში – დიზაინის ესკიზი ცნობილია

როგორი იქნება სასკოლო ფორმები საქართველოში - დიზაინის ესკიზი ცნობილია. ფოტოებს Interpressnews ავრცელებს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,...

ზუგდიდში პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

შსს- დაკავებულია პენსიონერი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა

თბილისში არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული...