მთავარისიახლეებისაზოგადოება25 მარტი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!

25 მარტი საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დღეა!

Published on

 

ხვალ, 25 მარტს, 12:00-ზე, საქართველოს სამოციქულო ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის  დღეს, საქართველოს პატრიარქის ილია მეორის და ზუგდიდისა და ცაიშის  მიტროპოლიტის გერასიმეს ლოცვა-კურთხევით, ზუგდიდის ვლაქერნის ღვთისმშობლის ხატის სახელობის საკათედრო ტაძარში აღევლინება სამადლობელი პარაკლისი და პანაშვიდი ავტოკეფალიისათვის მებრძოლთა სულების მოსახსენებლად.ინფორმაციისთვის:

«1801 წელს იმპერატორმა ალექსანდრე I-მა ხელი მოაწერა მანიფესტს, რომლის მიხედვითაც საქართველოს  სახელმწიფოებრიობამ არსებობა შეწყვიტა და ქრისტიანობის ბურჯი ქვეყანა ორი გუბერნიის სახით შეუერთდა რუსეთის იმპერიას. მალე გაირკვა, რომ რუსეთის მთავრობას განზრახული ჰქონდა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის გაუქმება და მისი რუსეთის სინოდისადმი დაქვემდებარება. ასეც მოხდა – პოლიტიკურ თავისუფლებადაკარგულმა საქართველომ სულიერი დამოუკიდებლობაც დაკარგა.

რუსული ეკლესიის მესვეურები ძარცვავდნენ მტერთა შემოსევებს გადარჩენილ ქართული ოქრომჭედლობისა და ტიხრული მინანქრის იშვიათ ნიმუშებს და რუსეთში გაჰქონდათ, მოიშალა საეკლესიო კათედრები. 24 საეგზარქოსომ  ხუთ ეპარქიამდე შეამცირა. ქართული წირვა-ლოცვა, მრავალხმიანი ქართული საგალობლები შეიცვალა რუსულით. ტაძრები, უძველესი ქართული ფრესკებით, შეათეთრეს „კეთილსახოვნებისათვის“. რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოს ეკლესიამ დაკარგა ის, რასაც საუკუნეების მანძილზე რუდუნებით აშენებდა და აგროვებდა.

 XX საუკუნის დასაწყისში საქართველოს ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მოძრაობის თავკაცებმა, ქართველ სამღვდელოებასთან ერთად, დაიწყეს ზრუნვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის. ქართველი საზოგადოების მოწინავე ჯგუფმა, წმიდა ილია მართლის მეთაურობით, მეფისნაცვალ ვორონცოვ-დაშკოვს ოფიციალურ დონეზე მოსთხოვა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის საკითხის განხილვა.

1917 წლის 12 ( 25) მარტს, ქართველმა სამღვდელოებამ,  საგანგებო კრებაზე მიიღო ქართული ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენის დოკუმენტი.  იმავე წლის სექტემბერში, საქართველოს მართლმადიდებელმა ეკლესიამ, 106 წლიანი იძულებითი შუალედის შემდეგ, კვლავ აირჩია კათოლიკოს-პატრიარქი. ეს პატივი წილად ხვდა ავტოკეფალიისათვის დაუცხრომელ მებრძოლს, კირიონს, რომელიც შემდგომ ვერაგულად მოკლეს მარტყოფის მონასტერში. მსოფლიოს საპატრიარქომ 1990 წელს ოფიციალურად ცნო და აღიარა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალურობა.»

სიახლეები

სიმონ ჯანაშიამ ირაკლი კობახიძეს დისკუსიასა და დებატებს შორის სხვაობა აუხსნა და პოლიტპატიმართა ფოტოებიც გადასცა

„იმედის“ გადაცემაში „ღია ეთერი - დებატები“ პარტიის „თავისუფლების მოედანი“ წარმომადგენელმა სიმონ ჯანაშიამ განაცხადა, რომ...

მარნეულში მოუწოდეს, ფიზიკურად დაუდგნენ გვერდში ხამენეის

თებერვლის დასაწყისში მარნეულში მდებარე იმამ ალის მეჩეთში ქადაგებისას ახუნდმა, ანუ სჯულის მცოდნემ, ჰაჯი ჰაჯიევმა ახლო აღმოსავლეთში...

სომხეთის კათოლიკოსის გარეგინ II მიმართ სისხლის სამართლის საქმე აღიძრა

ადვოკატ არა ზოჰრაბიანის ინფორმაციით, სომხეთის გენერალურმა პროკურატურამ ქვეყნის პატრიარქ-კათალიკოსის, გარეგინ მეორის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმე...

ალექსეი ნავალნი ისრის ბაყაყის ტოქსინით (ეპიბატიდინით) მოწამლეს – 5 ქვეყნის მთავრობის განცხადება

(ტაბულა) - ხუთი ევროპული ქვეყნის მთავრობამ 14 თებერვალს ერთობლივად განაცხადა, რომ რუსი ოპოზიციონერი ალექსეი...