ტულუზის აეროპორტიდან ფრენები განახლდა

0
393

ევროპისა და აშშ  აეროპორტებში კვლავ უსაფრთხოების გაძლიერებული ზომები მოქმედებს. ცოტა ხნის გავრცელდა ცნობა, რომ დღეს დილით  საფრანგეთის ქალაქ ტულუზის აეროპრორტიდან მგზავრების ევაკუაცია განხორციელდა. აეროპორტის ადმონისტრაციამ ხმის გამაძლიერებელი აპარატურის საშუალებიტ მიზეზების განმარტების გარეშე მოუწოდა მგზავრებს აეროპორტის ტერიტორიის დატოვებისაკენ. მგზავრები მოხსნეს უკვე ჩამოფრენილი და გასაფრენად გამზადებული თვითმფრინავების ტრაპებიდანაც კი. გავრცელდა ვარაუდები, რომ ევაკუაციის მიზეზი გახდა საეჭვო ნივთის პოვნა, სხვა ვერსიით – აეროპორტის ,,მწვანე ზონაში'' უსაფრთხოების კონტროლის გავლის გარეშე შეღწევის ფაქტი. პოლიციისა და უსაფრთხოების სამსახურის მწყობრი მუშაობის შედეგად პანიკა მგზავრებში თავიდან იქნა აცილებული. ორ სათიანი შემოწმების დასრულების შემდეგ აეროპორტი კვლავ გაიხსნა და რეისების ნაწილი განახლდა, თუმცა ეპიზოდური შეფერხებები ცალკეულ ხაზებზე და რეისების გადადება  გამორიცხული არ არის. 

ანალოგიური ზომები მიიღეს შეერთებულ შტატებში დენვერის აეროპორტშიც, სადაც ხალხი ტერმინალებიდან საეჭვო პაკეტის გამო გაიყვანეს. ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტი ევროპაში მყოფ თავის მოქალაქეებს მოსალოდნელი ტერაქტების შესახებ აფრთხილებს.

ჯონ კერის უწყებაში აცხადებენ, რომ გარკვეული დაჯგუფებები კვლავ გეგმავენ თავდასხმებს ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში. ძირითადი სამიზნე საზოგადოებრივი ტრანსპორტი, სპორტული ღონისძიერბები და ტურისტული ზონებია.

 

 

Оригинал новости RT на русском:
https://russian.rt.com/article/155086

წინა სტატიაბრიუსელში აფეთქებების ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები საფრთხეს გადაურჩნენ
შემდეგი სტატიააშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მოქალაქეებს ევროპაში მოგზაურობისას სიფრთხილისაკენ მოუწოდებს
ტელეკომპანია ოდიშის საინფორმაციო სამსახური