მთავარისიახლეებიპოლიტიკაგანმუხურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

განმუხურში მოსახლეობამ საპროტესტო აქცია გამართა

Published on

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ზუგდიდის ორგანიზაციაში გუშინ გაკეთებულ განცხადებებს დღეს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ განმუხურში გამოეხმაურნენ, სადაც ადგილობრივი მოსახლეობა შეიკრიბა. შეკრებილების განცხადებით, მათთვის კატეგორიულად მიუღებელია გაჟღერებული განცხადებები იმის შესახებ, თითქოს განმუხურის სანაპირო ზოლის ყიდვით საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილია დაინტერესებული. ადგილობრივები აცხადებენ, რომ ისინი არ არიან წინააღმდეგი ტერიტორიის გაყიდვით, რომელიც მეტ ინვესტიციას და მოსახლეობის დასაქმებას შეუწყობს ხელს.

განმუხურის მოსახლეობის მიერ გამოთქმულ განცხადებებს დღეს ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციაში გამოეხმაურნენ. პარტიის ერთ-ერთი ლიდერის თენგიზ გუნავას განცხადებით, განმუხურის მოსახლეობა შეცდომაშია შეყვანილი და მათ ხელისუფლება ატყუებს. თენგიზ გუნავა აცხადებს, რომ ნაციონალური მოძრაობა განმუხურის სანაპირო ზოლის გაყიდვის კატეგორიული წინააღმდეგი იქნება.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო სოფელ განმუხურში ბულვარის და სანაპიროს მიმდებარედ მიწის ნაკვეთს აუქციონის წესით ყიდის. საწყისი ფასი კი 2 263 500 ლარია და ის პირობიანია – მყიდველი ვალდებული იქნება ტერიტორიაზე 10 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელოს. ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის ორგანიზაციის წარმომადგენლების განცხადებით კი, განმუხურის სანაპირო ყოფილი პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის პირად ინტერესებს ეწირება. 

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...