მთავარისიახლეებისაზოგადოებაზუგდიდელი მძღოლები შიმშილობენ

ზუგდიდელი მძღოლები შიმშილობენ

Published on

ზუგდიდიდან თბილისის მიმართულებით დღეს დილიდან არც ერთი სამარშუტო ტაქსი არ გასულა. ამის მიზეზი ისაა,რომ მძღოლებმა პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართეს. შიმშილობა მძღოლებმა კომპანია „მეტრო+“-ის წინააღმდეგ დაიწყეს. კომპანიის შემოსვლა ბაზრის მონოპოლიზებას გამოიწვევს, ამაში მათ ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლება ეხმარება- აცხადებენ მძღოლები. ისინი შიშობენ რომ კონკურენციას ვერ გაუწევენ ახალ სატრანსპორტო კომპანიას და სამუშაო ადგილებს დაკარგავენ.პარალელურად მძღოლები ქუთაისში წასვლას და პარლამენტთან აპირებენ შიმშილბის დაწყებას.მათთან ერთად იმყოფება ადვოკატი თანდილა ჯოლოგუა, რომელიც აცხადებს, რომ იგეგმება ბრიფინგი, სადაც „მეტრო +“-ის შესახებ მნიშვნელოვან ინფორმაციას გააჟღერებს.ამ დროისთვის ზუგდიდში 5 მძღოლი შიმშილობს.

სიახლეები

REUTERS-ის წყაროების ცნობით, პენტაგონმა ბალტიისპირეთის ქვეყნებს მოუწოდა, რუსეთთან დაკავშირებით რიტორიკა შეარბილონ

პენტაგონის მაღალჩინოსნებმა ბოლო კვირების განმავლობაში NATO-ს რამდენიმე ქვეყანას სთხოვეს, შეარბილონ თავიანთი რიტორიკა რუსეთის მხრიდან...

მეც კი არ ვიცოდი ამ კანონპროექტის შესახებ. ეს არ არის განსაკუთრებული მნიშვნელობის კანონპროექტი -კობახიძე კაზინოებზე

„დიდი ფული თუ სადმე შემოვა, შევა სახელმწიფო ბიუჯეტში. ინიციატორები ჰყავს ამ კანონპროექტს. ეს არ...

გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას-კობახიძე გაზის ტარიფის მომატებაზე

 „გადაწყვეტილებას იღებს სემეკი და ჩვენ ყველა ვალდებული ვართ დაველოდოთ სემეკის გადაწყვეტილებას. ეს არ არის...

ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით – ნორვეგიის ჰელსინკის კომიტეტი

„ვგმობთ ქართული ოცნების მცდელობას, აკრძალოს 5 ოპოზიციური პარტია საკონსტიტუციო სასამართლოს მეშვეობით“  ნათქვამია ნორვეგიის ჰელსინკის...