მთავარისიახლეებისაზოგადოებაბრიუსელში აფეთქებების ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები საფრთხეს გადაურჩნენ

ბრიუსელში აფეთქებების ადგილზე მყოფი საქართველოს მოქალაქეები საფრთხეს გადაურჩნენ

Published on

„ჩემმა მეუღლემ და ვაჟმა რამდენიმე საათი გაატარეს იმ ტერმინალში ბრიუსელის აეროპორტში, რომელიც დღეს დილით ააფეთქეს ტერორისტებმა, ისინი ტერაქტამდე რამდენიმე საათით ადრე გამოფრინდნენ. როცა მე ამ ტრაგედიის შესახებ წავიკითხე, უკვე ვიცოდი, რომ მათ გამოფრენა მოასწრეს, მაგრამ მაშინვე ვიფიქრე იმ მსხვერპლის ახლობლებსა და ნათესავებზე, რომლებიც ვერ გადარჩნენ. ეს საშინელი ტრაგედიაა და სამწუხაროდ, როგორც ჩანს არ არის უკანასკნელი. ფაქტის კონსტანტაციაა საჭირო, რომ სხვა მიზეზებთან ერთად ეს არის ბიუროკრატიის, სისუსტისა და მკაცრი გადაწყვეტილებების მიღების არცოდნის ბრალი“, – წერს მიხეილ სააკაშვილი სოციალურ ქსელში.

ბრიუსელში, ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეაზე მყოფი საქართველოს პარლამენტის წევრები და აპარატის თანამშრომლები უსაფრთხოდ არიან. 

როგორც პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ ლევან ბერძენიშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა, პარლამენტის დელეგაციის წევრები ახლოს არიან მეტროსადგურთან, სადაც აფეთქება მოხდა.

"პარლამენტის წევრები იმყოფებიან ბრიუსელში, ჩემი აპარატიდანაც არიან წასულები. მათ არანაირი საფრთხე არ ემუქრებათ, მაგრამ ისინი ძალიან ახლოს იმყოფებიან იმ ადგილთან, სადაც მეტროში აფეთქება მოხდა. ჩვენი წარმომადგენლები არ დაშავებულან და მათთან დაკავშირებით ინციდენტს ადგილი არ ჰქონია", – განუცხადა ჟურნალისტებს ლევან ბერძენიშვილმა. 


ევრონესტის საპარლამენტო ასამბლეის სხდომაზე იმყოფებიან ვიქტორ დოლიძე, ფრიდონ საყვარელიძე, გია ჟორჟოლიანი, გიორგი ჟვანია, ანი მიროტაძე, გიორგი ვოლსკი, ეკა ბესელია, გუგული მაღრაძე, დავით დარჩიაშვილი, ჩიორა თაქთაქიშვილი, ლევან თარხნიშვილი, გიორგი კანდელაკი, თინათინ ბოკუჩავა. მათთან ერთად არიან პარლამენტის აპარატის თანამშრომლები. 

 

სიახლეები

სასკოლო ფორმები საქართველოში – დიზაინის ესკიზი ცნობილია

როგორი იქნება სასკოლო ფორმები საქართველოში - დიზაინის ესკიზი ცნობილია. ფოტოებს Interpressnews ავრცელებს. განათლების სამინისტროს გადაწყვეტილებით,...

ზუგდიდში პოლიციამ 107 შეკვრად დაფასოებული ნარკოტიკი ამოიღო – დაკავებულია 2 პირი

შინაგან საქმეთა სამინისტროს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტის ზუგდიდის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, განსაკუთრებით დიდი ოდენობით...

აშშ-მა რუსულ ნავთობზე სანქციების მოქმედება სრულად აღადგინა

აშშ-მა რუსულ ნავთობზე დაწესებული სანქციების სრულმასშტაბიანი მოქმედება აღადგინა — ინფორმაციას გამოცემა Politico ავრცელებს. გამოცემის ცნობით,...

შსს- დაკავებულია პენსიონერი, რომელიც საკუთარი მეუღლის არასრულწლოვან შვილიშვილებს აუპატიურებდა

თბილისში არასრულწლოვნების გაუპატიურებისა და მათ მიმართ ჩადენილი სხვაგვარი სექსუალური ქმედების ბრალდებით 1960 წელს დაბადებული...